რომელმა ფეხბურთელმა ითამაშა ყველაზე დიდი დრო “ევრო 2016”-ზე?

დასრულდა “ევროპის ჩემპიონატი”. გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა კოლექტიურისა, ეს გუნდი ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატებებითაც გამოირჩა. მაგალითად, რენატო სანჩესი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.

როგორც ცნობილი ხდება, ის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე 2016 წლის “ევროპის ჩემპიონატზე”, სწორედ “სელესაოში” ასპარეზობს. ეს პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიოა, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები, 720 წუთი ითამაშა საკუთარი ნაკრების მაისურით.

ეს მითია! რონალდუს თმა ბიჭუნას მხარდასაჭერად არ გაუპარსავს

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კრიშტიანო რონალდუ ყურადღების ცენტრში იმიტომ მოექცა, რომ მას თმა ზიგზაგურად ჰქონდა გაპარსული.

მატჩის შემდეგ, ბრიტანული გამოცემები ირწმუნებოდნენ, რომ პორტუგალიელმა სუპერვარკვლავმა ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანელ ბავშვს, რომელსაც მიმდინარე წლის მარტის თვეში თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებულ ინფორმაციას ერიკ ორტიზ კრუზის დედა კრის კრუზი გამოეხმაურა.

“წავიკითხე სტატიები, სადაც წერია, რომ რონალდუმ ახალი ვარცხნილობა ჩემი შვილის მხარდასაჭერად გაიკეთა. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ეს ტყუილია.

ჩემ შვილისთვის ოპერაცია არასოდეს გაგვიკეთებია. რონალდუმ გვითხრა, რომ თუ ოპერაციის გაკეთება საჭირო იქნებოდა, ის თანხას გადმოგვირიცხავდა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგადაა.

კიდევ ერთხელ, მინდა, რომ რონალდუს მადლობა გადავუხადო”, – ამბობს ერიკ კრუზის დედა.

კრიშტიანო რონალდუმ პორტუგალიელი ჟურნალისტი “დატროლა”

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტს გაეხუმრა.