“ჩელსიმ” კუადრადო “ბარსელონას” შესთავაზა

“ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ხუან კუადრადოს იმედი არ აქვს. ესპანური პრესის ცნობით ინგლისურმა კლუბმა კოლუმბიელი მოთამაშე “ბარსელონას” შესთავაზა, თუმცა კატალონური კლუბის სამწვრთნელო შტაბი ამ წინადადებით საერთოდ არ დაინტერესებულა.

გასული სეზონის სტარტის წინ ესპანელი ჟურნალისტები კუადრადოს “ბარსელონაში” გადაბარგებაზე აქტიურად წერდნენ, თუმცა მაშინ კატალონიელებს ტრანსფერის განხორციელება არ გამოუვიდათ.

ამ ეტაპზე “ბარსელონას” მთავარი “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას ყიდვაა.

ინტერი: კუადრადო ან მერტენსი

“ინტერის” ხელმძრავნელობას შემადგენლობის გაძლიერება ვინგერით სურს. მილანელების ინტერესში მოჰამედ სალაჰი იყო, თუმცა ეგვიპტელმა კარიერის გაგრძელება “ფიორენტინაში” ამჯობინა.

ამიტომ, Sky Italia-ს ცნობით, ნარუძურის ყურადღება “ჩელსიში” მყოფი ხუან კუდრადოზე გადავიდა. კოლუმბიელი ლონოდონუ კლუბში ფლორენციიდან გადაბარგდა, თუმცა ახალ გუნდში დამკივდრება ვერ შეძლო.

ამავდროულად, რობერტო მანჩინი “ნაპოლის” ვინგერის, დრის მერტენსის ვარიანტსაც განიხილავს.

კუადრადოსთვის ინტერი და რომა იბრძოლებენ

“ფიორენტინადან” “ჩელსიში” გადასული ხუან კუადრადო, შესაძლოა, სერია ა-ში დაბრუნდეს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კოლუმბიელის გადასაბირებლად “ინტერი” და “რომა” იბრძვიან.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში კუადრადო ზამთარში გადაბარგდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს კოლექტივში დამკვიდრება ვერ შეძლო. გასულ სეზონში მან მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთელები, რომლებმაც მოურინიო ვერ მოხიბლეს (პირველი ნაწილი)

ჟოზე მოურინიომ გასულ უიქენდზე მორიგი ტიტული მოიპოვა. პორტუგალიელი მწვრთნელის ხელში ნებისმიერი გუნდი შედეგზე ორიენტირებული ხდება, რისთვისაც მწვრთნელს ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომელბიც მისი არასტანდარტული ჩანაფიქრების მოედანზე გადატანას შეძლებენ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მოურინიოს, ისევე როგორც ყველა დიდ მწვრთნელს, საკმაოდ ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელთან საქმიანი ურთიერთობა არ აეწყო.

ჰამიტ ალტინტოპი

2011 წლის მაისში “რეალმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბაიერნიდან” ჰამით ალტინტოპი გადაიბირა. სადებიუტო მატჩი მადრიდულ კლუბში მან სექტემბერში ჩაატარა, პირველი გოლი დეკემბერში გაიტანა, ხოლო სასტარტოში სადებიუტო შეხვედრა მხოლოდ იანვარში ითამაშა.

სეზონის დიდი ნაწილი თურქმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რის შემდეგაც “გალათასარაიში” გადავიდა. მიუხედავად “რეალში” უქმად გაარებული დროისა, ალტინტოპმა მოურინიოზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა: “ის გამორჩეული მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთში კარგად ერკვევა. მოურინიოს ყველა მოთამაშე როგორც კარგ მეგობარს ისე იხსენებს. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელის უფროსი ძმა გახდეს”.

მოჰამედ სალაჰი

“ჩელსიმ” ეგვიპტელი 2014 წლის იანვარში “ლივერპულთან” ბრძოლაში გადაიბირა. სალაჰმა მოურინიოს ინტერესი “ბაზელში” 2013/14 წლები თამაშით მიიპყრო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში შვეიცარულმა კლუბმა “ჩელსის” სწორედ მოჰამედის გოლებით დაამარცხა. ლონდონურ კლუბში სალაჰს საქმე კარგად არ წაუვიდა და მანაც კარიერა “ფიორენტინაში” გააგრძელა, სადაც მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ხუან კუადრადო

კუადრადო “ჩელსიში” “ფიორენტინადა” გადავიდა, როელმაც კომპენსაციის სახით 26 მილიონთან ერთად სალაჰიც მიიღო. ტრანსფერის განხორციელების დღიდან ლონდონური პუბლიკა კუადრადო-აზარის მძლავრი დუეტის ნახვის მოლოდინში იყო, თუმცა სასწაული არ შედგა. კოლუმბიელმა სათადარიგოთა სკამზე ადგილი მყარად დამიკვიდრა და სასტარტოში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. თმცა, მოურინიოს მასზე ხელი საბოლოოდ არ ჩაუქნევია. “კუადრადოს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. იტალიური და ინგლისური ლიგები ერთმანეთისგან განსხვავდება. მას დრო სჭირდება” – განაცხადა პორტუგალიელმა.

ნური შაჰინი

შაჰინი “რეალში” გერმანიის ჩემპიონის და ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის რანგში გადავიდა, თუმცა ნახევარმცველის ესპანური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. გარკვეულწილად ეს ტრავმის ბრალიც იყო, რომლის გამოც შაჰინმა სადებიუტო შეხვედრა ტრანსფერიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ ჩაატარა. შედეგად – იჯარა “ლივერპულში” და “დორტმუნდში” დაბრუნება. შაჰინი “რეალში” გატარებულ პერიოდს ჩაგდებულად არ თვლის: “მოურინიოს თავკაცობით მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩემთან ის ყოველთვის გულახდილი და სამართლიანი იყო და პირად საუბრებში ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა”.

ლასანა დიარა

ფრანგმა “პორთსმუთი” “რეალზე” 2009 წლის იანვარში გაცვალა. მადრიდულმა კლუბმა საყრდენის სანაცვლოდ დაახლოებით 19 მილიონი გირვანქა გადაიხადა. თავიდან ლასი “რეალს” კარგად მოერგო და ადგილობრივების სიყვარულიც დაიმსახურა. თუმცა, 2010 წელს მოურინიოს მოსვლასთან ერთად დიარამ ძირითადში ადგილი დაკარგა, კონკურენცია სამი ხედირასთან წააგო და რუსეთში გადაბარგდა, სადაც მისი კარიერა საბოლოოდ დაინგრა.

5 ფეხბურთელი ევროპაში, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა ევროპაში მოთამაშე ხუთი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან.

5. ალბინ ეკდალი (“კალიარი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 71-ჯერ

ITALY SOCCER SERIE A

4. ნაბილ ფეკირი
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

4

3. ედენ აზარი (“ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ

3

2. ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” / “ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 88-ჯერ

2

1. პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 99-ჯერ

1

”მანჩესტერ სიტი” კუადრადოსთვის ბრძოლაში ერთვება

”მანჩესტერ სიტი” ”ფიორენტინას” ფეხბურთელით, ხუან გილიერმო კუადრადოთი დაინტერესდა. ინფრომაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.

ფეხბურთელი 26 წლისაა. მის სახელს კი რამდენიმე გუნდს უკავშირებენ (”ბარსელონას, ”რეალსა” და ”მანჩესტერ უნაიტედს”). გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, კუარდრადოს შეძენასთან  კატალონილები ყველაზე ახლოს იყვნენ. საბოლოოდ, ტრანსფერი ”ფიორენტინას” ხელმძღვანელობამ ჩაშალა.

ახლა უკვე ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ”სიტიც” ჩაერთო. მანუელ პელეგრინს სურს კოლუმბიელი ფეხურთელი მისი გუნდის შემადგენლობაში იხილოს. ინგლისელები ტრანსფერში 35 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

Daily Express-ის ინფორმაციით, ინგლისელებს სურთ ოფიციალური შეთავაზება მანამდე გაუკეთონ იტალიურ მხარეს, სანამ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში კოლუმბიელმა 43 მატჩი ჩაატარა იტალიურ გუნდში და 13 გოლის გატანა შესძლო. ფეხბურთელი გუნდმა 2012 წელს შეიძინა. კოლუმბიელს კონტრაქტი 2019 წელს ეწურება.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად, გთვაზობთ დღის 5 ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორს.

კუადრადო ფიორენტინაში დარჩება

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა ადრეა დელა ვალემ განაცხადა, რომ ხუან კუადრადო ფლორენციულ კლუბში დარჩება. ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტს პირადად ამცნო.

სონგი ვესტ ჰემს უახლოვდება

“ბარსელონას” ფეხბურთელი ალექს სონგი დიდი ალბათობის კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონელები კამერუნელის იჯარაზე მუშაობენ. ინგლისური კლუბის გარდა სონგს “ნაპოლი” და “გალათასარაიც” იწვევენ.

საუთჰემპტონს თაუნსენდი სურს

“საუთჰემპტონი” “ტოტენჰემიდან” ენდროს თაუნსენდის გადაბირებას ცდილობს. ლონდონელებმა რამდეინმე წინადადებაზე უარი კი თქვეს, თუმცა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ თაუნსენდისთვის მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

რედნაპი რემის წასვლას ადასტურებს

ქპრ-ს მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ლოიკ რემის “ჩელსიში” წასვლა დაადასტურა. რედნაპის თქმით, ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს მომავლაში შემტევი ლონდონურ გრანდს შეუერთდება.

ფალკაოსთვის სიტიც იბრძოლებს

“მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. “ქალაქელებს” კოლუმბიელის იჯარით სურთ აყვანა. შეგახსენებთ, “სიტის” გარდა ფალკაოსთვის “რეალი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იბრძვიან.

ბარსელონა კუადრადოს უახლოვდება

ესპანური პრესის ცნობით უახლოეს მომავალში “ბარსელონა” ხუან კუადრადოს გადაიბირებს. კატალონიური კლუბი “ფიორენტინას” კოლუმბიელში 35 მილიონ ევროს გადაუხდის.

წყაროს ცნობით ამჟამად “ბარსელონა” მოლაპარაკებებს ფეხბურთელთან აწარმოებს, რომელიც მალე ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება და საკუთარ მომავალზე დაელაპარაკება.

კუადრადოს მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდა.

 

კუადრადოს ტრასნფერი დანი ალვეშზეა დამოკიდებული

“ბარსელონას” მწვრთნელის ლუის ენრიკეს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი კოლუმბიელი ხუან კუადრადოა, თუცმა ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ “ბარსას” დანი ალვეში დატოვებს.

ალვეშის დარჩენის შემთხვევაში კუადრადოს შეძენას აზრი და მატერიალური ბაზაც არ ექნება. “ფიორენტინა” კოლუმბიელში 40 მილიონ ევროს ითხოვს.