მიჰაილოვიჩი: “ჩვენს ბედს მომდევნო 3 მატჩი გადაწყვეტს”

“ტორინოსთან” მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, “მილანის” თავკაცმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა ყველას განუმარტა, რომ მომდევნო 3 მატჩი “მილანისთვის” გადამწყვეტი იქნება.

“მართლია ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა მთავარი იყო ის, რომ მოედანზე მატჩისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება გამოვაჩინეთ.

ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. თუკი სატურნირო ცხრილში პროგრესირება გვინდა, მაშინ ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო 3 მატჩში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა – პირველ რიგში კი ის, ვიმსახურებთ თუ არა უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფნას” – განაცხადა “მილანის” თავკაცმა.

აქვე გეტყვით, რომ მეექვსე პოზიციაზე მყოფი “როსონერი” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით შემდეგ მატჩს 6 მარტს, “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდგომაც მილანელები “კიევოსა” და “ლაციოს” დაუპირისპირდებიან.

პალოსკი „სუონსიში“ გადავიდა

„კიევოს“ თავდამსხმელი ალბერტო პალოსკი „სუონსიში“ გადავიდა. 26 წლის ფორვარდმა უელსულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

იტალიელის დამატების ინიციატორი მისი თანამემამული ფრანჩესკო გვიდოლინი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ „სუონსის“ თავკაცად დაინიშნა.

ტრანსფერის ფასმა 10,5 მილიონი ევრო შეადგინა. ერთ სეზონში ფეხბურთელის ხელფასი ორ მილიონ ევროს შეადგენს. ახალ კლუბში პალოსკი 9 ნომრით ითამაშებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „მილანის“ აღზრდილმა 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

ჯალუიჯი დონარუმამ გუშინ რეკორდი დაამყარა

28 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “კიევო” მიიღო და მეტოქე ლუკა ანტონელის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“როსონერის” ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა 16 წლის კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც გუშინ რეკორდის დამყარებაც შეძლო.

დონარუმა იტალიის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

პელისიემ “ჯენოას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “კიევო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის 77-ე წუთზე, “კიევოს” თავდამსხმელმა სერხიო პელისიემ მასპინძელთა კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

“კიევოს” ფეხბურთელმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

30 აგვისტოს, იტალიის სერი A-ში, “კიევოსა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში (4:0), რიკარდო მეჯიორინიმ ალბერტო პალოსკის საოცარი საგოლე გადაცემა გაუკეთა.

“კიევომ” გობი დაიმატა

“პარმიდან” წამოსვლის შემდეგ მასიმო გობიმ კონტრაქტი “კიევოსთან” გააფორმა. ტრანსფერი ვერონული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

“ახალი გამოწვევით ბედნიერი ვარ. “კიევოსთან” მოლაპარაკებები ჩემს კარიერაში ყველაზე სწრაფი იყო” – განაცხადა ფეხბურთელმა.

გობი “პარმას” ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა. სერია ა-ში მის ანგარიშზე 155 მატჩია.

ნაინგოლანის პირველი კომენტარი უხეში დარღვევის შემდეგ

„კიევოსთან“ მატჩში რაჯა ნაინგოლანმა მეტოქე ფედერიკო მატიელოს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგად ვერონელთა მოთამაშემ მძიმე ტრავმა მიიღო.

„შეჯახების მომენტში ვიფიქრე, რომ საჯარიმო ჩვენ სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო. შემდგომ, „კიევოს“ სათადარიგოთა სკამისკენ გავიხედე და მივხვდი, რომ ოპონენტმა ტრავმა მიიღო.

მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერი ვნახე. მეტოქის მსგავსად, უხეშად ვითამაშე, თუმცა მატიელოს ფეხი წინ აღმოჩნდა. ეს საშინელი გრძნობაა. თანაც, ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

მასთან დასაკავშირებლად „კიევის“ წარმომადგენლებს მისი ტელეფონის ნომერი გამოვართვი“, – განაცხადა ბელგიელმა.

“რომამ” კვლავ ვერ მოიგო

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში კვლავ ვერ მოიგო “რომამ”, რომელიც ვერონას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ “კიევოს” გაეჯიბრა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა

გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ლიდერის მთავარ მდევარს ბრძოლა გაუმართა და ქულაც მოიპოვა. “რომასთვის” კი ეს ზედიზედ მეოთხე ფრეა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრებში.

მატჩს სამწუხაროდ არც უსიამოვნო ეპიზოდის გარეშე ჩაუვლია. ერთ-ერთ ეპიზოდში რაჯა ნაინგოლანსა და ფედერიკო მატიელოს შორის ორთაბრძოლისას ამ უკანასკნელმა ფეხი მოიტეხა.

(+18) ფედერიკო მატიელომ “რომასთან” მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

8 მარტს, იტალიის სერია A-ში “კიევომ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, რაჯა ნაინგოლანსა და ფედერიკო მატიელოს შორის ორთაბრძოლისას ამ უკანასკნელმა ფეხი მოიტეხა.

ფილიპო ინძაგიმ გუშინდელ მატჩში ორიგინალური პასი გააკეთა (ვიდეო)

28 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “კიევოსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ძველი დრო გაიხსენა და ორიგინალური პასი გააკეთა.

ინძაგი: „მილანს“ ზედიზედ მეორე მატჩში არ გაუშვია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „კიევოსთან“ ფრედ 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„მომეჩვენა, რომ თამაშს ვცდილობდით და მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით, შევქმენით საინტერესო მომენტები შევქმენით. შეგვიძლია ჰონდას დარტყმის გახსენება, რომელიც ძელს მოხვდა.

შეტევაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. საბოლოო პასი კარგი უნდა იყოს. „კიევოსნაირ“ გუნდებთან, რომლებიც თავს მთლიანი შემადგენლობით იცავენ, თამაში ადვილი არაა.

ჩემი აზრით, პროგრესს მივაღწიეთ – „მილანმა“ ზედიზედ მეორე მატჩში გოლი არ გაუშვა. სამწუხაროდ, ქულები ისევ დავკარგეთ, მაგრამ შედეგი ბურთის ფლობის მხვრივაც გავიუმჯობესეთ“, – განაცხადა „როსონერის“ დამრიგებელმა.

მექსესმა ძირითად ჯგუფთან ივარჯიშა

„მილანის“ მცველმა ფილიპ მექსესმა დღეს ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა და თანაგუნდელებთან „კიევოსთან“ მატჩისთვის მოემზადა.

ბოლოს ფრანგმა „ლაციოსთან“ ანგარიშით 1:3 წაგებულ მატჩში ითამაშა. სწორედ იმ შეხვედრაში ფილიპმა წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით სერია ა-ს სადისციპლინო კომიტეტისგან მას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ცნობისთვის, „კიევი“ – „მილანის“ მატჩი შაბათს 28 თებერვალს გაიმართება.