მიჰაილოვიჩი: “ჰარტი ძალიან მონდომებულია – ის უკვე ლაპარაკობს იტალიურად”

იტალიური “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი ჯო ჰარტის საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილია და თვლის, რომ ის იტალიურ სერია ა-ში დებიუტისთვის მზადაა.

“ჰარტი ძალიან მონდომებულია. მას მე ტრანსფერის განხორციელებამდეც გავესაუბრე, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის საბრძოლველად მზად იყო.

“ძალიან მიხარია, რომ ჰარტს საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს. თანაგუნდელებთან ის უკვე იტალიურადაც საუბრობს, რაც ძალიან მახარებს. მან უკვე ისწავლა ის 30, 40, 50 სიტყვა, რაც მას მოედანზე გამოადგება.” – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ “ტორინოს” მომდევნო მეტოქე “ატალანტა” იქნება.

მიჰაილოვიჩი: “ჩვენს ბედს მომდევნო 3 მატჩი გადაწყვეტს”

“ტორინოსთან” მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, “მილანის” თავკაცმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა ყველას განუმარტა, რომ მომდევნო 3 მატჩი “მილანისთვის” გადამწყვეტი იქნება.

“მართლია ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა მთავარი იყო ის, რომ მოედანზე მატჩისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება გამოვაჩინეთ.

ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. თუკი სატურნირო ცხრილში პროგრესირება გვინდა, მაშინ ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო 3 მატჩში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა – პირველ რიგში კი ის, ვიმსახურებთ თუ არა უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფნას” – განაცხადა “მილანის” თავკაცმა.

აქვე გეტყვით, რომ მეექვსე პოზიციაზე მყოფი “როსონერი” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით შემდეგ მატჩს 6 მარტს, “სასუოლოს” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდგომაც მილანელები “კიევოსა” და “ლაციოს” დაუპირისპირდებიან.

მიჰაილოვიჩის კომენტარი „ნაპოლისთან“ 0:4 მარცხის შემდეგ

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩი შეაჯამა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 0:4 წააგო.

„იმ გუდნთან წავაგეთ, რომელიც ჩვენზე უკეთესია.

პირველი ტაიმი, დაახლოებით, თანაბარი იყო, თუმცა სერია ა-ში შეცდომების დაშვება არ შეიძლება, განსაკუთრებით ასეთი დონის გუნდებთან.

გალიანისა და ბერლუსკონის წინაშე ვალში ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. მათ მადლობას ვუხდი, ამიტომ დღევანდელი შედეგი ჩემთვის გულდასაწყვეტია. იგივეს ფეხბურთელებზეც ვიტყოდი“, – განაცხადა სერბმა სპეცაილსიტმა.

7 ტურის შემდეგ მილანური კლუბი 3 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში „შავ-წითლები“ „ტორინიოს“ ეწვევიან.