O Globo: ნეიმარმა თვითმფრინავს 9.1 მილიონი დოლარი დაახარჯა

O Globo-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა 2015 წლის ზაფხულში 9.1 მილიონი დოლარის თვითმფრინავი შეიძინა.

O Globo-ს ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ ზაფხულში ნეიმარის კომპანიამ (Neymar Sport and Marketing) 9 მილიონიანი Cessna 680 იყიდა.

მარველი

აღნიშნულ თვითმფრინავს 12 მგზავრის ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანა შეუძლია, მაქსიმუმ 3,190 მილის მანძილზე და შეუძლია საათში მაქსიმუმ 890 კილომეტრი გაიაროს.

ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს ელვა დაეცა

ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში თვითმფრინავით დაბრუნდა, თუმცა მათ მგზავრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

მადრიდში დაფრენისას თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას ელვა დაეცა, რასაც ერთგვარი პანიკა მოჰყვა. აფეთქების მსგავსმა ხმამ მგზავრები შეაშინა, თუმცა რეისის ხელმძღვანელებმა მალევე აცნობეს მათ, რომ ეს მხოლოდ ელვა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც ესპანეთის დელეგაციამ აეროპორტი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გვერდის ავლით დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ფურია როხა“ სამშობლოში მთლიანი შემადგენლობით არ დაბრუნებულა. კერძოდ, დიეგო კოსტამ, ფრანჩესკ ფაბრეგასმა და ხერარ პიკემ არდადეგების გატარება სწორედ ბრაზილიაში მოისურვეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.