მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშს გუშინწინ დაუბრუნდა. იგი ჯერ, რა თქმა უნდა, სათანადო ფორმაში არაა. პორტუგალიელს სასტარტო შემადგენლობაში 13 აგვისტოს კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ელიან. თუმცა, ზინედინ ზიდანმა რონალდუ მაინც შეიყვანა ევროპის სუპერთასის მატჩისთვის განაცხადში. შესაბამისად, იგი დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თანაგუნდელებთან ერთად გაემგზავრა.
“მანჩესტერთან” დაპირისპირებისთვის განკუთვნილი “რეალის” ფეხბურთელთა სია ასეთია:
მეკარეები: ნავასი, კასილია, ზიდანი.
მცველები: კარვახალი, ვალეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ტეო, ჰაკიმი.
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარკოს ლორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალოსი.
თავდამსხმელები: რონალდუ, ბეილი, ბენზემა, ვასკესი, მაიორალი.
შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “მაჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.
¡Vamos!
???#UEFASuperCup#HalaMadrid pic.twitter.com/CkwXPqpi1V— Sergio Ramos (@SergioRamos) 7 August 2017