ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ მილანის “ინტერი” ჯერდან შაჩირის ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სტოკ სიტიში” უშვებს. წყაროს თქმით, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ინგლისურ კლუბს თავად ფეხბურთელთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია.
შეგახსენებთ, რომ ჯერდან შაჩირი “ინტერში” ამა წლის იანვარში მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა. ჯერ კიდევ ამ დროს ცდილობდა “სტოკი” შვეიცარიელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირებას.
იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჯერდან შაჩირიმ 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.