„ზენიტმა“ ვიტსელის შემცვლელი იპოვა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ხელმძღვანელობა გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

ბოლო დროს ნახევარმცველ აქსელ ვიტსელის „მილანში“ ტრანსფერის შესახებ არაერთხელ დაიწერა. ბელგიელს „როსონერიში“ გადასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. აქედან გამომდინარე, რუსულ კლუბში, შესაძლოა, „პორტუსა“ და მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი ექტორ ერერა გადაბარგდეს.

ცნობისთვის, ვიტსელის სანაცვლოდ „ზენიტმა“ მინიმუმ 30 მილიონი ევრო მოითხოვა.

“პორტოს” მშვენიერი კომბინაცია და ეკტორ ერერას ლამაზი გოლი

20 დეკემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუსა” და “ოლანენსეს” შორის გამართულ მატჩში (4:0), “პორტუს” მექსიკელმა ფეხბურთელმა ექტორ ერერამ ლამაზი გოლი გაიტანა.