იტალიის ნაკრებს რობერტო ბაჯო ჩაიბარებს?

იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ იუწყება, რომ ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ შესაძლოა იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ გუნდის თავკაცის პოსტი დატოვა.

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბაჯოს შესაძლო დანიშვნის შესახებ გაჩენილი ხმები მოულოდნელია, რადგან აღნიშნულ პოსტზე ამ დრომდე მხოლოდ ოთხ კანდიდატს ასახელებდნენ: მასიმილიანო ალეგრი, რობერტო მანჩინი, ლუჩანო სპალეტი და ფრანჩესკო გვიდოლინი.

ცნობისთვის, რობერტო ბაჯომ სამწვრთნელო PRO ლიცენზია ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში აიღო. ასე რომ, მას უმაღლეს დონეზე გაწვრთნის უფლება აქვს.