კაკამ “ორლანდოში” მესამე გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის ეგიდით “პორტლენდ თიმბერსის” წინააღმდეგ ჩვენი დროით ნაშუაღამევს გამართულ მატჩში გოლი გაიტანა.

32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის 85-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახდა. კაკა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. ეს მისთვის მეექვსე შეხვედრაში გატანილი მესამე გოლია.

“პორტლენდსა” და “ორლანდოს” შორის გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

კაკა “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა

2007 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი კაკა ამერიკული “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა.

როგორც მოგეხსენებათ, 32 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი აღნიშნულ კლუბში გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის 31 დეკემბრამდეა გაფორმებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “ორლანდო სიტი” ახალშექმნილი კლუბია და MLS-ში სადებიუტო სეზონი წელს ექნება.

 

რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის

ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.

ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.

სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.

 

ოფიციალურად: კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კაკა ექვსი თვის განმავლობაში იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს, 2015 წლის პირველ იანვარს კი „ორლანდოს“ შეუერთდება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. მომავალი წლის მარტიდან ამერიკული კლუბი MLS-ში იასპარეზებს.