“სან პაულო” პატოს გადაბირებას არ აპირებს

“სან პაულოს” ხელმძღვანელებმა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელის, ალეშანდრე პატოს გადაბირების შესაძლებლობა გამორიცხეს.

“ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენთვის მისი გაფორმება ძალიან რთულია.

მაგრამ, მსგავსად სხვა დიდი ფეხბურთელებისა, ჩვენ მის გარშემო არსებულ სიტუაციასაც დავაკვირდებით.

თუ ფასი დაიკლებს, მაშინ რა თქმა უნდა დავფიქრდებით. ” – განაცხადა “სან პაულოს” დირექტორმა, ლუის კუნჩამ.

გოლის ყველაზე მტკივნეული აღნიშვნა

კურიოზული ფაქტი მოხდა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩში. “კორიტიბას” ფეხბურთელმა ჟოელმა “სან პაულოს” კარში გატანილი გოლის აღნიშვნა ფანებთან ერთად სცადა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მას ეს არ გამოუვიდა.

 

ოფიციალურად: კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კაკა ექვსი თვის განმავლობაში იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს, 2015 წლის პირველ იანვარს კი „ორლანდოს“ შეუერთდება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. მომავალი წლის მარტიდან ამერიკული კლუბი MLS-ში იასპარეზებს.