Don Balón: ხამეს როდრიგესი შესაძლოა MLS-ში ვიხილოთ

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი, შესაძლოა MLS-ში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას Don Balón-ი ავრცელებს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი ამჟამად ორ წლიანი იჯარით “ბაიერნშია” განათხოვრებული. მისი გერმანიაში გადასხვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, კარლო ანჩელოტი იყო, რომელმაც ის თავის დროზე მადრიდის “რეალშიც” მიიყვანა. მას შემდეგ, რაც იტალიელი სპეციალისტი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა ხამეს როდრიგეს იუპ ჰაინკესის ხელში.

ამავდროულად, ორი ამერიკული გუნდი, “ორლანდო სიტი” და “ნიუ იორკ სიტი” მზად არიან კოლუმბიელი ფეხბურთელი დაიმატონ.

კაკა: “ორლანდოსთან” კონტრაქტს აღარ გავახანგრძლივებ”

რიკაროდ კაკას “ორლანდო სიტისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ბრაზილიელის თქმით, იგი MLS-ის ბინადარ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს: “როგორც იცით, ჩემი კონტრაქტი წლის ბოლოს სრულდება. საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ ის აღარ გავანხანგრძლივო და კლუბი დავტოვო,” – აცხადებს კაკა.

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე მყოფმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეიტაო და სილვამ რიკარდოს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის “ორლანდოს” კარი მუდამ ღიაა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი 2014 წელს გადავიდა ამერიკულ კლუბში და 77 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

რიკარდო კაკა: “ეს გადაწყვეტილება საბოლოოა”

“ორლანდო სიტის” ვარსკვლავმა რიკარდო კაკამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საკმაოდ მნიშველოვან საკითხზე ისაუბრა.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს გადაწყვეტილი აქვს, რომ “ორლანდო სიტი” სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს. ამის შესახებ დღეს მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “როგორც ყველამ იცით კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს მიმთავრდება და მე მას აღარ გავახანგძლივებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს.” -განაცხადა რიკარდო კაკამ.

კაკა NBA-ს მატჩს დაესწრო (ფოტო)

MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა კაკამ, რომლის გუნდი ჩემპიონატის პლეიოფში ვერ მოხვდა, თავისუფალი დროით ტკბება და სხვადასხვა სპორტის სახეობის მატჩებს ესწრება. ასე, დღეს კაკა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის პირველ მატჩს დაესწრო, რომელშიც „ორლანდო მეჯიკმა“ „ვაშინგოტონ უიზარდსთან“ ერთი ქულით 87:88 წააგო.

1

რა გაუკეთა კაკამ ორ მეტოქეს (ვიდეო)

2 აგვისტოს, ამერიკის MLS-ში, “ორლანდო სიტიმ” საკუთარ მოედანზე “კოლუმბუსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა კაკამ ორი მეტოქე შესანიშნავად მოატყუა.

ანდრეა პირლომ თავისი გუნდის მეკარეს ანიშნა, თუ საით დაარტყამდა კაკა (ვიდეო)

26 ივლისს, ამერიკის MLS-ში, “ნიუ იორკ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ორლანდო სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშთ 5:3 დაამარცხა.

მატჩის დამატებით წუთებში, კაკას ჯარიმის დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, კონტრ-შეტევის შემდეგ კი ნიო იორკელებმა გოლის გატანა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ჯარიმის დარტყმამდე, პირლომ თავისი გუნდის მეკარეს ანიშნა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდა კაკა.

Screen-Shot-2015-07-27-at-18.11.11

კაკამ “ვესტ ბრომვიჩს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

16 ივლისს, “ორლანდო სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი “მილანისა” და “რეალის” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა კაკამ გაიტანა.

კაკამ “ორლანდო სიტის” მაისურით მორიგი გოლი გაიტანა (ვიდეო)

1 ივლისს, აშშ-ში, “ორლანდო სიტიმ” “კოლუმბუს ქრიუ” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი კაკამ გაიტანა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 21-ე წუთზე დალაშქრა.

კაკამ “ნიუ იორკ სიტის” ჯარიმიდან გაუტანა (ვიდეო)

9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში (MLS), “ორლანდო სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ნიუ იორკ სიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მასპინძლები მატჩის ბოლო წუთებამდე მარცხდებოდნენ, თუმცა 91-ე წუთზე, გამოცდილმა ბრაზილიელმა კაკამ ჯარიმა შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.

კაკა “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა

2007 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი კაკა ამერიკული “ორლანდო სიტის” კაპიტანი გახდა.

როგორც მოგეხსენებათ, 32 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი აღნიშნულ კლუბში გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის 31 დეკემბრამდეა გაფორმებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “ორლანდო სიტი” ახალშექმნილი კლუბია და MLS-ში სადებიუტო სეზონი წელს ექნება.

 

კაკამ “ნიუ იორკ სიტის” გაუტანა (ვიდეო)

21 თებერვალს, ამერიკულ კლუბებს – “ორლანდო სიტისა” და “ნიუ იორკ სიტის” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

“ორლანდო სიტის” მხრიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ გაიტანა.

როგორ მოატყუა კაკამ “დალასის” ფეხბურთელი (ვიდეო)

“ორლანდო სიტიში” გადასულმა კაკამ ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. “ორლანდო სიტი” ამხანაგურ შეხვედრაში “დალასს” დაუპირისპირდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოატყუა მადრიდის “რეალისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი.