“ორლანდო სიტიში” გადასულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. “ორლანდო სიტი” ამხანაგურ შეხვედრაში “დალასს” დაუპირისპირდა, კაკამ კი პენალტის გატანა მოახერხა.
ჭდე: ორლანდო სიტი
რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის
ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.
ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.
სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.
ოფიციალურად: კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა
ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კაკა ექვსი თვის განმავლობაში იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს, 2015 წლის პირველ იანვარს კი „ორლანდოს“ შეუერთდება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. მომავალი წლის მარტიდან ამერიკული კლუბი MLS-ში იასპარეზებს.