ბარძალი თვლის, რომ პოგბა “იუვენტუსის” დატოვებას ნანობს

“იუვენტუსის” მცველმა, ანდრეა ბარძალიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

“პოგბას მეორე დღეს, ვიდეო-ჩატის მეშვეობით გავესაუბრე. ის ბედნიერი იყო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომ შევძელით გასვლა და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს გამხნევებას.

ვინც არ უნდა დატოვოს ჩვენი გუნდი, ის მუდამ დარჩება ჩვენში. ბოლო წლებში ჩვენი მთავარი სიძლიერე სწორედ რომ გუნდურობა იყო.

ისიც მართალია, რომ ჩვენთან ყოფნის შემთხვევაში თავს უკეთ იგრძნობდა. ალბათ ნანობს კიდეც.

მაგრამ ცხოვრებაში მრავლადაა მომენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიწევს. ვერავინ იფიქრებს, რომ გუნდი, რომელსაც ტოვებს ამდენს მიაღწევს,” – აცხადებს ბარძალი.

ოფიციალურად: ბუფონი და ბარძალი „იუვენტუსთან“ ახანგრძლივებენ

„იუვენტუსმა“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონთან და მცველ ანდრეა ბარძალისთან კონტრაქტების გახანგრძლივება დაადასტურა. ორივე ფეხბურთელმა შეთანხმება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.

ბარძალის წინა კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, ახლა კი მას ტურინულ კლუბში დარჩენა 37 წლამდე შეუძლია. ბუფონმა აქამდე განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება, შესაბამისად, ვეტერან მეკარეს საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ბუფონთან და ბარძალისთან კონტრაქტის გაფორმება „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრე ანიელიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, იუწყება „Football-Italia“.

ბარძალი: „იუვენტუსს“ უნდა სჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველის ანდრეა ბარძალის აზრით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდიანრე სეზონის გათამაშების ფინალში მოხვედრაზე ფიქრის საფუძველი გააჩნია.

„ჩემპიონთა ლიგაზე გამართლება დიდ როლს თამაშობს. ამიტომაც, არ ვიცი, რამდენად შორს გავალთ. ფინალი? უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია. რატომაც არა? მოედანზე თავდაჯერებულები გავდივართ, თუმცა, სხვა მხვრივ, გვესმის, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდებიც არიან“, – განაცხადა იტალიელმა.

ბარძალის ოპერაცია ჩაუტარდა

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ გუნდის მცველს ანდრეა ბარძალის ფინეთში ფეხის ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ცნობილია, ოპერაციას ფინეთის ქალაქ ტურკუში პროფესორი საკარი ორავა ხელმძღვანელობდა.

სავარაუდოდ, ბარძალი თამაშს სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს, შესაბამისად, მას იტალიის სერია ა-ს 2014/15 წლების სეზონის სასტარტო ტურების გამოტოვება მოუწევს.