პერ მერტესაკერი: “სანჩესი “არსენალში” დარჩება”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა მცველმა, პერ მერტესაკერმა კლუბის ჩილელ ლიდერზე, ალექსის სანჩესზე ისაუბრა, რომელსაც “ემირეიტს სტედიუმიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

როდესაც მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სანჩესი ლონდონში დარჩენას, მან განახადა: “დიახ, ის რჩება. ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და არ გვინდა რომელიმე ფეხბურთელი დავკარგოთ.

ჩემპიონობაზე პრეტენზია თუ გვაქვს, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გუნდიდან არ უნდა გავუშვათ, მათი დაკარგვა დიდ დარტყმას მოგვაყენებს.

სანჩესი კონფედერაციის თასზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მოუთმენლად ველი მომავალ სეზონს და ძალიან მინდა, მან ჩემს გვერდით ითამაშოს,” – აცხადებს მერტესაკერი.

მერტესაკერი: “კარიერის დასრულებაზე ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, პერ მერტესაკერი აღიარებს, რომ კარეირის დასრულებაზე ფიქრობს.

“წარმოუდგენლად იღბლიანი აღმოვჩნდი ასეთი კარიერა რომ მქონდა. ვთვლი, რომ ახლა პენსიაზე გასვლისთვის შესაფერისი დროა.

ვენგერს უკვე ვუთხარი, რომ ფეხბურთიდან წასვლას ვაპირებდი, დაღლილი ვარ, ცარიელი. მსგავსი რამ კარიერაში პირველად ხდება, არანაირი აზრი არ აქვს ჩემს დარჩენას, კარიერა უნდა დავასრულო. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ბევრს ვივარჯიშებ.

“არსენალში” ყველა ფეხბურთელის ჩანაცვლება შეიძლება, არ მინდა ვინმეს გზა გადავუღობო.

“არსენალს” ჩემთან კავშირის გაწყვეტა არ სურს, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. კლუბში სხვა ფუნქციების შესრულება დამეკისრება, ძირითადად ბიზნესის მართვის კუთხით,” – აცხადებს მერტესაკერი.

ოფიციალურად: მერტესაკერმა “არსენალთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლონდონურმა კლუბმა პერ მერტესაკერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

“კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გამართულა, რადგანაც ამის საჭიროება უბრალოდ არ იყო. ჩვენ წინა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი გამოვიყენეთ.

ეს გადაწყვეტილება წლის დასაწყისში უნდა მიგვეღო. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი არ გვიფიქრია.” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ მერტესაკერი “არსენალის” ღირსებას 2011 წლამდე იცავს, მისი ახალი კონტრაქტი კი 2018 წელს იწურება.

პერ მერტესაკერის გადაბირებისთვის “ჰანოვერს” ბრემენის “ვერდერიც” შეეცილება

ბრემენის “ვერდერის” ხელმძღვანელები მზად არიან “ჰანოვერს” პერ მერტესაკერის გადაბირებისთვის ბრძოლაში წინააღმდეგობა გაუწიონ. ამ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის გერმანელ მცველს “არსენალთან” არსებული კონტრაქტი 2017 წლის ივლისში ეწურება და დიდია შანსი, რომ 2016-17 წლების სეზონი მისთვის ბოლო ბრიტანული სეზონი აღმოჩნდეს.

მერტესაკერმა, რომელმაც 104 მატჩის დაგროვება მოახერხე გერმანიის ნაკრებთან ერთად და სანაკრებო კარიერა 2014 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ დაასრულა,ბოლო დროს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.

მერტესაკერის ამ განცხადებას კი ბრემენელთა გენერალური დირექტორი, ფრანკ ბაუმანი გამოეხმაურა – “ჩვენთვის საკმაოდ მარტივი წარმოსადგენია პერის “ვერდერში” ხილვა.”

მერტესაკერი: “არსენალის” მეორე ადგილზე გასვლა სასწაულის ტოლფასი იყო”

ლონდონის “არსენალის” მცველი, პერ მერტესაკერი თვლის, რომ ლონდონურმა გრანდმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც პრემიერ ლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა.

“იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები გასულ სეზონში, იღბალს უნდა დავაბრალოთ, მეორე ადგილზე რომ გავედით.

ბოლოსკენ ყველაფერი შევცვალეთ, თუმცა მეორე ადგილზე გასვლა მაინც სასწაულის ტოლფასი იყო.

ყველაზე იმედგამაცრუებელი კი იყო ის, რომ “ლესტერმა” ისარგებლა დიდი გუნდების ჩავარდნით, ჩვენ კი იგივეს გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. დიდი გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ამჯერად, ჩვენთვის წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი იქნება.”

5 ფეხბურთელი, რომლებისთვისაც “არსენალი” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

The Times ცნობით, ლოდნონის “არსენალის” ხელმძღვანელები ძირითადის 5 ფეხბურთელისთვის აპირებენ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, თუმცა მათ პერ მერტესაკერის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

“მეთოფეებს” პირველ რიგში სანტი კასორლასთვის სურთ კონტრაქტის გახანგრძლივება, რომლის კონტრაქტიც 12 თვეში ამოიწურება. ლონდონელებს ზაფხულის სატრანსფერო ჭორებისგან ალექსის სანჩესის, მესუტ იოზილის, ჯეკ უილშეარისა და ოქსლეიდ-ჩემბერლეინის გათავისუფლებაც სურთ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ პერ მერტესაკერისთვის, რომლის მომავალსაც მისივე ფორმა გადაწყვეტს.

ამასთანავე არსენ ვენგერი გუნდის გაძლიერებასაც აპირებს, რისთვისაც კლუბმა მას 70 მილიონი ფუნტი გამოუყო.

პერ მერტესაკერმა გარეპა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მონაწილეობას პერ მერტესაკერი იღებს.