ლუკა კიკაბიძე “ბასტიაში” გადადის

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელ კლუბ “ბასტიაში” გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ კორსიკული გუნდის მწვრთნელი კლოდ მაკელელეა.

კიკაბიძა საკუთარ მომავალს “ბასტიას” 3 წლით დაუკავშირებს. კონტრაქტი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაფორმდება. აქამდე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები თბილისის “ლოკომოტივს” ეკუთვნოდა.

გასული სეზონი “ბასტიამ” მე-10 ადგილზე დაასრულა.