ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპული” დორმტუნდის “ბორუსიას” შეხვდება. მერსისაიდული გუნდის გერმანელმა ნახევარმცველმა ემრე ჯანმა დამდეგი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
“განსაკუთრებული მატჩები გველის. გერმანიაში ფავორიტად “ბორუსიას” თვლიან, თუმცა მე მჯერა, რომ შანსები თანაბარია – 50 50-ზე. ვიცი, რაოდენ ძლიერია “ლივერპული”, – ციტირებს ემრე ჯანის სიტყვებს Frankfurter Rundschau.
წყვილის პირველი შეხვედრა დორტმუნდში, 7 აპრილს შედგება, საპასუხო კი “ენფილდზე”, 14 აპრილს გაიმართება.