დროგბამ, შესაძლოა, კარიერა ინდოეთში გააგრძელოს

თავდამსხმელმა დიდიე დროგმა, შესაძლოა, კარიერა ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, კოტ-დ’ივუარელს კონტრაქტს ინდოეთის სუპერლიგის მოქმედი გამარჯვებული „ატლეტიკო კალკუტა“ სთავაზობს. საუბარი ოთხთვიან შეთანხმებაზეა (ინდოეთის ჩემპიონატი სწორედ ამ ხნის განმავლობაში ტარდება).

თანხმობის შემთხვევაში, ახალ კლუბში დროგბას ხელფასი ამ პერიოდში ერთ მილიონ დოლარს შეადგენს.

ამჟამად დიდიე თავისუფალი აგენტია. „ჩელსისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მის დამატებას ასევე „მონრეალი“ და მილანის „ინტერი“ ცდილობენ.

მუტუ ინდოეთში ითამაშებს

რუმინელი თავდამსხმელი ადრიან მუტუ კარიერას, სავარაუდოდ, ინდოეთში გააგრძელებს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი “პუნა სიტისთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მუტუს ჯამაგირი წელიწადში 500 ათასი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ადრიან მუტუ უკანასკნელად რუმინული “პეტროლულის” ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში ფეხბურთელს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა “ჩელსი”, “ინტერი”, “პარმა”, “იუვენტუსი” და “ფიორენტინა”.

 

მარკო მატერაცი მოედნიდან ისევ გააძევეს (ვიდეო)

16 დეკემბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “ჩენაინსა” და “კერალა ბლასტერსს” შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა მოედნიდან “ჩენაინის” ვეტერანი ფეხბურთელი მარკო მატერაცი გააძევა.

ასეთი დარტყმა ნანახი არ გექნებათ (ვიდეო)

სამშაბათს, ინდოეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ერთ-ერთ შეხვედრაში ასეთი დარტყმა შეასრულეს.

ნიკოლას ანელკამ ინდოეთის ჩემპიონატში შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “მუმბაი სიტისა” და “კერალა ბლასტერსს” შორის გამართულ მატჩში (1:0) ერთადერთი გოლი ნიკოლას ანელკამ გაიტანა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინდოეთში გასაოცარი გოლი გაიტანა

25 ოქტომბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “დელი დინამოსსა” და “ჩენაინს” შორის გამართულ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.

“რობერ პირესი მეტოქე გუნდის თავკაცმა სცემა”

ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რობერ პირესი, რომელიც ამჟამად ინდური “გოას” ღირსებას იცავს, “ატლეტიკო კოლკატას” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო ლოპემა სცემა. ამის შესახებ “გოას” თავკაცმა ზიკომ ისაუბრა.

“ძალზედ სერიოზული რამ მოხდა: ჩემმა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა განმიცხადა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სცემა. პირესმა მითხრა, რომ “ატლეტიკო კოლკატას” თავკაცმა მას სახეში გაარტყა. სამარცხვინო ფაქტია. მე იმას ვაცხადებ, რაც თავად პირესმა მითხრა და არა მგონია, რომ ის ტყუოდეს”, – ციტირებს ზიკოს სიტყვებს ფრანგული პრესა.

“გოასა” და “ატლეტიკო კოლკატას” შორის მატჩი გუშინ გაიმართა და სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ პირესმა საფეხბურთო კარიერის განახლების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო. ფეხბურთელს დამდეგ ოთხშაბათს 41 წელი შეუსრულდება.

 

ელანომ თავისი საჯარიმოთი მეკარე გააშეშა

15 ოქტომბერს, ინდოეთის ჩემპიონატში, “გოასა” და “ჩენაინს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ბრაზილიელმა ელანომ მშვენიერი გოლი გაიტანა.

დელ პიერო, ტრეზეგე, პირესი და ინდოეთის ჩემპიონატის კიდევ რვა ვარსკვლავი

2014 წელს, ინდოეთის სუპერ ლიგაში თავი მსოფლიო ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა მოიყარა.

დევიდ ჯეიმსი – მწვრთნელი და ფეხბურთელი
“კერალა ბლასტერსი”

ალესანდრო დელ პიერო
“დელი დინამო”

ლუის გარსია
“ატლეტიკო დე კოლკატა”

დევიდ ტრეზეგე
“პიუნ სიტი”

ხოან კაპდევილა
“ნორთისტ იუნაიტედი”

რობერ პირესი
“გოა”

ფრედი ლიუნბერგი
“მუმბაი სიტი”

მარკო მატერაცი
“ჩენაი ტიტანსი”

ზიკო
“გოა”

მაიკლ ჩოპრა
“კერალა ბლასტერსი”

ნიკოლას ანელკა
“მუმბაი”

მატერაცის ინდოეთში უხმობენ

მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ინდოეთიდან შემოთავაზება მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელმა ფეხბურთელმა 2011 წელს ბუცები ლურსმანზე დაკიდა, თუმცა ინდოელები მას კარიერის განახლებას სთავაზობენ.

Times of India-ს თანახმად, “ჩენაი ტაიტენსი” 41 წლის მატერაცის მოთამაშე მწვრთნელის მოვალეობას სთავაზობს. მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ინდოეთის სუპერლიგაში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, როგორებიც არიან დავიდ ტრეზეგე, რობერ პირესი და ალესანდრო დელ პიერო.

 

ფეხბურთი ინდოეთის ქუჩებში

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ საინტერესო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს ფრისტაილერი ინდოეთის ქუჩებში.