ტურნირი დინამოს აკადემიაში

13-14 იანვარს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის ტერიტორიაზე, გოგა სიჭინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრში 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ტურნირის ორგანიზატორი- აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაა. დინამომ ტურნირის ორგანიზატორებს ფინალური შეხვედრების ჩასატარებლად აკადემიის მოედნები დაუთმო.

ტურნირის მესამეადგილოსანი ბასა-2 გახდა, რომელმაც კრწანისს მინიმალური ანგარიშით 1-0 აჯობა. ხოლო ჩემპიონის ტიტული გორის გუნდმა დაისაკუთრა, რომელმაც ბასა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

დინამოს სპორტულმა მენეჯერმა- მიხეილ ჯიშკარიანმა ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი სამახსოვრო პრიზით დააჯილდოვა.

 

fcdinamo.ge

საზეიმო საღამო “დინამოს” აკადემიაში

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში მცხოვრებ მოზარდებს და მომუშავე პერსონალს ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ და კლუბის მენეჯმენტმა დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. დინამო TV საზეიმო საღამოს ვიედოკოლაჟს გთავაზობთ.

BKF_4445

BKF_1272

BKF_1274

BKF_1279

BKF_1298

BKF_1317

FCDinamo.GE