დებიუში: “არსენალიდან” ამ ზამთარსვე უნდა წავიდე”

ლონდონის “არსენალის” მცველმა მატიე დებიუშიმ განაცხადა, რომ ამ ზამთარს კლუბის დატოვება სურს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება “ასტონ ვილას” უნდა.

“ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობ და “ასტონ ვილაში” ჩემი გადასვლა არ უნდა გამოვრიცხოთ. ამ ზამთარსვე უნდა წავიდე. “არსენალში” ვეღარ გავჩერდები. ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და პრაქტიკა აუცილებელია, რათა საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოვხვდე”, – ციტირებს დებიუშის კომენტარს “ლე ფიგარო”.

 

დებიუშიმ ვარჯიში განაახლა

ლონდონის “არსენალის” მცველმა მატიე დებიუშიმ ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა 11 იანვარს მხარი დაიშავა, რის გამოც სამი თვის განმავლობაში უქმობა უწევს. რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დებიუშის 11 აპრილს “ბარნლის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში თამაში შეეძლება.

“მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”, დაწერა სოციალურ ქსელში დებიუშიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი “არსენალში” “ნიუკასლ იუნაიტედიდან” გასული წლის ივლისში გადავიდა. მის სანაცვლოდს “მეთოფეებმა” რვა მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

 

დებიუში სამ თვეს გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” მარჯვენაფლანგელი მცველი მატიე დებიუში დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს.

“მეთოფეთა” ფრანგმა ფეხბურთელმა “სტოკ სიტის” წინაარმდეგ გამართულ მატჩში მხარი დაიზიანა და ოპერაციის გადატანა მოუწევს.

დებიუშის ტრავმის შესახებ “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა.

“მატიეს არ უმართლებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია – ამ სეზონში მას მეორედ მოუწევს ოპერაციის გაკეთება. ახალი დაბრუნებული იყო, მხოლოდ შვიდი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ისევ დაიმტვრა. ვფიქრობ, ის სამი თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება, რადგან როდესაც მხარი ასეთ მდგომარეობაში გაქვს, მეტოქესთან ორთაბრძოლაში ვერ შეხვალ”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Offthepost-ი.

 

დებიუში ორ თვეს გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” მარჯვენაფლანგელი მცველი მატიე დებიუში კოჭის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ორ თვეს გამოტოვებს.

ფრანგი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) დაშავდა. 29 წლის მცველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

“ლე პარიზიენი” იუწყება, რომ დებიუში ორ თვეს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა “მეთოფეთა” რიგებში ექვსი მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა და ერთი წითელი ბარათია.

 

ოფიციალურად: დებიუში „არსენალში“ გადავიდა

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მცველი მატიე დებიუში, როგორც მოსალოდნელი იყო, კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„მეთოფეთა“ ვებგვერდის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა „არსენალთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„ვამაყობ, რომ ისეთ დიდებულ კლუბში გადავედი, როგორიც „არსენალია“. ეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მოუთმენლად ველოდები არსენ ვენგერთან ერთად მუშაობას. ვეცდები, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში საოცარი გრძნობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „არსენალს“ ტიტულების მოგებაში დავეხმარო“, – დებიუშის სიტყვები „არსენალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ნიუკასლმა“ დებიუშის სანაცვლოდ 8 მილიონი ფუნტი მიიღო.

 

დებიუშიმ „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენაფლანგელმა მცველმა მატიე დებიუშიმ გუშინ საღამოს ლონდონის „არსენალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც მოგეხსენებათ, ბაკარი სანიამ ჩრდილოლონდონური კლუბი დატოვა, დებიუშის კი სწორედ მის შემცვლელად ხედავენ.

ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. უახლოეს პერიოდში დებიუში ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ „არსენალის“ ფეხბურთელად.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერის ღირებულება 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა თუ დებიუში თავს კარგად წარმოაჩენს, „ნიუკასლი“ გაცილებით მეტ მიიღებს.