გაგრა ახალ სეზონს ახალი ლოგოთი დაიწყებს (ფოტო)

საფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი ლოგო, ფერი და სლოგანი აქვს. კლუბის ახალი ფერი მუქი ლურჯი იქნება, რაც შავ ზღვასთან ასოცირდება. როგორც მოგეხსენებათ ქალაქი გაგრა შავიზღვისპირა ქალაქია, ხოლო ს.კ. “გაგრა” ამ ქალაქის წარმომადგენელი.

გუნდს ასევე აქვს ახალი სლოგანი – Georgia United (საქართველო გაერთიანდა). ბევრი ახსნა არ სჭირდება ამ სლოგანს, ყველაფერი ნათქვამია. კლუბის არსი სწორედ ეს არის, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლა და ის, რომ იასპარეზოს ქალაქში, რომლის სახელსაც ატარებს და მეტიც, ოფიციალურად ამ ქალაქშია რეგისტრირებული.

ლოგოში კი თავმოყრილია ეს ყველაფერი. კლუბის ახალი ფერი – მუქი ლურჯი (ზღვისფერი), სიმბოლო G, სლოგანი – Georgia United, დაარსების წელი – 2004 და რა თქმა უნდა სახელი – FC GAGRA

fcgagra.ge

“ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ ახალი ლოგო წარადგინა

კლუბის ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდის დროს, როდესაც კლუბი პირველად ვარდება ინგლისური პრემიერ ლიგიდან, “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ საკმარისი ძალა მოიკრიბა და ახალი ლოგო წარადგინა.

კლუბის 142-წლიანი ისტორიის მანძილზე, “ასტონ ვილამ” 8-ჯერ შეცვალა საკუთარი გერბი. ბოლო ცვლილებების თანახმად, ემბლემიდან გაქრა წარწერა “Prepared”.

ზ

გარდა ამისა აღანიშნავია, რომ გერბზე გამოსახული ლომი უფრო მკვეთრად ჩანს.

ზ

ზ

ელ კლასიკო 32

„ინტერის“ ახალი ფორმა

მილანის „ინტერმა“ კლუბის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ „ნერიაძურიმ“ გუშინ კლუბის ახალი გერბიც წარმოადგინა.

„ახალი გერბი, ძველი „ინტერი“, – ასეთია მილანური კლუბის რებრენდინგის დევიზი.