კაზინსის 39 ქულა და 9 მოხსნა (ვიდეო)

„საკრამენტო კინგსის“ ცენტრმა დემარკუს კაზინსმა „დენვერ ნაგეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატს დღევანდელ, ანგარიშით 114:110 მოგებულ მატჩში, 39 ქულა დააგროვა.

კაზინსმა 36 წუთი ითამაშა და 24 სროლიდან 14 ჩააგდო, აქედან 2 შორი დისტანციიდან. მის ანაგრიშზე ამ შეხვედრაში ასევე 9 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ბლოკშოთია.

„უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი თამაში ვაჩვენო. ეს წვილილის შეტანისა და თავის გამოჩენის კარგი საშუალებაა“, – განაცხადა კალათბურთელმა.

დემარკუს კაზინსი: „ოლ სტარის“ მონაწილეებს გულშემატკივრები არ უნდა ირჩევდნენ“

„საკრამენტო კინგსის“ ცენტრის დემარკუს კაზინსის აზრით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეებს გულშემატკივრები არ უნდა ირჩევდნენ.

„რა სისტემას შევიტანდი გამოკითხვაში? გულშემატკივრები ხმას ნამდვილად არ მისცემდნენ. გასაგებია, რომ ასეთ მატჩებში ყველაზე ცნობილი კალათბურთელები გამოდიან. არიან ბიჭები, რომლებიც ნამდვილად კარგად თამაშობენ. პირობითად „მილუოკიდან“ ან „საკრამენტოდან“ მათ „ოლ სტარზე“ ვერ იხილავთ. არამგონია, ეს სამართლიანი იყოს. ჩემი თამაშის თავისას ამბობს. მწვრთნელთა არჩევნებამდე კარგი წინათგრძნობა მაქვს. ვფიქრობ, ისინი ყველაფერს ხედავენ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – ციტირებს კაზინსს „იაჰუ სპორტსი“.

იხილეთ ასევე – დემარკუს კაზინსი: „რამდენი ხმა აქვს ზაზა ფაჩულიას?“

„საკრამენტო“ ყველა მოთამაშის გაცვლას გეგმავს

„საკრამენტო კინგსი“ ყველა მოთამაშის გაცვლის ალბათობას განიხილავს, რომელთა შორის რუდი გეიც არის, რის შესახებაც „იაჰუ სპორტსი“ წერს. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, რთული იქნება გუნდის მოძებნა, რომელიც დემარკუს კაზინსის სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციას გადაიხდის, გეის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა.

28 წლის ფორვარდმა ნოემბერში ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, ამ პერიოდში მან ხელფასის სახით 40 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. განვლილ სეზონში რუდიმ 68 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 21,2 ქულა და 5,9 მოხსნა შეადგინა.

სეზონის პრევიუ: „საკრამენტო კინგზი“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონისთვის „საკრამენტო კინგზიც“ ემზადება.

„საკრამენტომ“ ახალი სეზონის სათამაშო ფორმები წარადგინა

„საკრამენტო კინგსმა“ ის ფორმები წარადგინა, რომლითაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უახლოესი სეზონის მატჩებს ჩაატარებს.

kings jerseys

შესაძლოა, „საკრამენტო კინგსში“ გეი ვიხილოთ

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საკრამენტო კინგსის“ ხელმძღვანელებმა „ტორონტო რეპტორსის“ კაპიტანთან რუდი გეისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გეის სანაცვლოდ „მეფეთა“ მენეჯერები კანადურ კლუბს ოთხ მოთამაშეს შესთავაზებენ. დიდი ალბათობით, ტორონტოში უკანახაზელები გრევის ვასკესი და ჯონ სელმონზი და ფორვარდები პატრიკ პატერსონი და ჩაკ ჰეიესი გადაბარგდებიან. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღეში დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ გეი „რეპტორსს“ იანვრის თვეში „მემფის გრიზლისდან“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში რუდიმ რეგულაური ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 19,4 ქულა, 7,4 მოხსნა და 2,2 გადაცემა შეაადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი