კაზინსის 39 ქულა და 9 მოხსნა (ვიდეო)

„საკრამენტო კინგსის“ ცენტრმა დემარკუს კაზინსმა „დენვერ ნაგეტსთან“ რეგულარული ჩემპიონატს დღევანდელ, ანგარიშით 114:110 მოგებულ მატჩში, 39 ქულა დააგროვა.

კაზინსმა 36 წუთი ითამაშა და 24 სროლიდან 14 ჩააგდო, აქედან 2 შორი დისტანციიდან. მის ანაგრიშზე ამ შეხვედრაში ასევე 9 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 ბლოკშოთია.

„უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი თამაში ვაჩვენო. ეს წვილილის შეტანისა და თავის გამოჩენის კარგი საშუალებაა“, – განაცხადა კალათბურთელმა.

დემარკუს კაზინსი: „ოლ სტარის“ მონაწილეებს გულშემატკივრები არ უნდა ირჩევდნენ“

„საკრამენტო კინგსის“ ცენტრის დემარკუს კაზინსის აზრით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეებს გულშემატკივრები არ უნდა ირჩევდნენ.

„რა სისტემას შევიტანდი გამოკითხვაში? გულშემატკივრები ხმას ნამდვილად არ მისცემდნენ. გასაგებია, რომ ასეთ მატჩებში ყველაზე ცნობილი კალათბურთელები გამოდიან. არიან ბიჭები, რომლებიც ნამდვილად კარგად თამაშობენ. პირობითად „მილუოკიდან“ ან „საკრამენტოდან“ მათ „ოლ სტარზე“ ვერ იხილავთ. არამგონია, ეს სამართლიანი იყოს. ჩემი თამაშის თავისას ამბობს. მწვრთნელთა არჩევნებამდე კარგი წინათგრძნობა მაქვს. ვფიქრობ, ისინი ყველაფერს ხედავენ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – ციტირებს კაზინსს „იაჰუ სპორტსი“.

იხილეთ ასევე – დემარკუს კაზინსი: „რამდენი ხმა აქვს ზაზა ფაჩულიას?“

დემარკუს კაზინსი: „რამდენი ხმა აქვს ზაზას?“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლაკვის“ მატჩის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, „დალას მავერიკსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია 299 584 ხმით კვლავ მერვე ადგილზე დარჩა. მის შემდეგ, 267 687 ხმით, „საკრამენტო კინგსის“ ლიდერი დემარკუს კაზინსია. თავის ოფიციალურ გვერდზე კაზინსმა სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაუმატა და გულშემატკივრებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა: „ზაზას რამდენი ხმა აქვს?“

#NBAVote DeMarcus Cousins

Posted by DeMarcus Cousins on Thursday, 14 January 2016

კაზინსმა იუინგის შედეგი გაიმეორა

„ფილადელფია სიქსერსთან“ მატჩში „საკრამენტო კინგსის“ ცენტრმა დემარკუს კაზინსმა 33 ქულა დააგროვა და 17 მოხსნა მიითვალა. ამ გუნდების წინა მატჩში, რომელიც 13 მარტს შედგა, მისმა მონაგარმა 39 ქულა და 24 მოხსნა შეადგინა. ბოლო მოთამაშე, რომელმაც ერთ თვეში „ფილადელფიასთან“ საშუალოდ 30 ქულისა და 15 მოხსნის დაგროვება შეძლო, პატრი იუინგი იყო, რომელმაც ამ შედეგს 1995 წელს მიაღწია.

NBA-ს ოლ სტარზე კობი ბრაიანტის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

მოგეხსენებათ, გასულ კვირას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015 წლის ოლსტარის შემადგენლობა დასახელდა, რომელშიც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი კობი ბრაიანტიც მოხვდა. სამწუხაროდ, კობი ხსენებულ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რამეთუ მას მორიგი გრძელვადიანი ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, „შავი მამბა“ მოედანზე მხოლოდ სექტემბერში დაბრუნდება.

გუშინ ოლ სტარში ბრაიანტის შემცვლელის ვინაობაც გაირკვა – „ლეიკერსის“ მთავარი ვარსკვლავის ადგილს „საკრამენტო კინგსის“ ლიდერი დემარკუს კაზინსი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ბიგმენი მიმდინარე სეზონში, შედეგიანობის მხვრივ, მეხუთე ადგილს იკავებს – მისი მონაგარი 23,8 ქულასა და 12,3 მოხსნას შეადგენს.

ენტონი დევისისა და დემარკუს კაზინსის დაპირისპირება (ვიდეო)

„პელიკანსისა“ და „კინგზის“ მატჩში (106:100) ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ვარკსვლავი ენტონი დევისი და დემარკუს კაზინსი დაუპირისპირდა.

დევისის ანგარიშზე 29 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკშოთი. თავის მხვრივ, კაზინსმა 24 ქულა, 17 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ბლოკშოთი მიითვალა.

დემარკუს კაზინსმა ტელეწამყვანთა შესაშინებლად ნიღაბი გაიკეთა (ვიდეო)

„საკრამენტო კინგსის“ ცენტრი დემარკუს კაზინსი „ESPN Los Angeles“-ის ოფისში ბუგიმენის ნიღბით მივიდა, რითაც არხის თანამშრომლები შეაშინა.