რიჩარდსონი ასტონ ვილაში გადადის

ინგლისური პრესის ცნობით 29 წლის კირან რიჩარდსონი “ასტონ ვილაში” სამედიცინო შემოწმებას გადის. უახლოეს მომავალში ფეხბურთელი სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” აღზრდილი ფეხბურთელი 2012 წლისდან “ფულემის” ღირსებას იცავს. გასულ სეზონში ნომინალური ნახევარმცველი ხშირად მარცხენა მცველის ამპლუაში ევლინებოდა ფეხბურთის გულშემატკივარს.