ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა

“ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “ჰალ სიტიში” გაატარა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბენ არფამ “ნიუკასლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შესაბამისად, “ნიცამ” 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატა.

“ნიცა” მშვენიერი გუნდია. კარგია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში დავბრუნდი. გუნდის მთავარ მწვრთნელს უკვე შევხვდი. მომწონს ფეხბურთისადმი მისი შეხედულება. თავკაცთან საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს მადრიდის “რეალისგან” წინადადება რომ მიმეღო, მე მაინც “ნიცაში” წამოვიდოდი”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს “ლე ფიგარო”.

ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, “ნიცას” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

ოსპინა და „არსენალი“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ

კოლუმბიის ნაკრებისა და ფრანგული „ნიცას“ კიპერმა დავიდ ოსპინამ ლონდონის „არსენალის“ მიერ შემოთავაზებულ პირადი კონტრაქტის დეტალებს დათანხმდა.

ფრანგული კლუბი მზად არის, კოლუმბიელი მეკარე 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში უნდა გაცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ოსპინა „ნიცას“ რიგებში 2008 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 199 მატჩი ჩაატარა.