“ლივერპულმა” ლაზარ მარკოვიჩი “ჰალ სიტიში” გაასხვისა

“ლივერპულმა” გუნდის ნახევარმცველი ლაზარ მარკოვიჩი “ჰალ სიტიში” გაასხვისა.

მერსისაიდული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის სერბმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი იჯარის წესით ლისაბონის “სპორტინგში” გაატარა. ლაზარ მარკოვიჩმა პორტუგალიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: „ლივერპულმა“ ლაზარ მარკოვიჩი დაიმატა

ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევი ნახევარმცველი ლაზარ მარკოვიჩი „ლივერპულში“ გადავიდა.

20 წლის სერბმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდთან გრძელვადიან ხელშკრულებას მოაწერა ხელი. „ენფილდროუდელებმა“ მარკოვიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გაიღეს.

ახალგაზრდა სერ ფეხბურთელს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. გარდა ამისა, მას ფლეიმეიქერის ფუნქციების შესრულებაც ძალუძს.

„მოხარული ვარ, რომ ასეთ დიდებულ კლუბს შევუერთდი. იმედი მაქვს, გულშემატკივრების, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და კლუბთან დაკავშირებული ყველა ადამიანის მოლოდინს გავამართლებ. ვხედავ, როგორი მოთამაშეები და როგორი ქომაგები ჰყავს გუნდს. მოუთმენლად ველოდები „ლივერპულში“ თამაშის დაწყებას“, – განაცხადა მარკოვიჩმა.

სერბმა ფეხბურთელმა 2013-14 წლების სეზონში „ბენფიკას“ ფორმით 49 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლაზარ მარკოვიჩი „ლივერპულის“ მეოთხე შენაძენია. „ენფილდროუდელებმა“ მანამდე „საუთჰემპტონიდან“ რიკი ლამბერტი, ადამ ლალანა და ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ემრე ჯანი დაიმატეს.