რობინიო “სანტოსს” ტოვებს

ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო “სანტოსს” ტოვებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

30 წლის ფეხბურთელი “სანტოსში” იჯარის წესით თამაშობდა. მან “მილანთან” კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

“სანტოსის” ხელმძღვანელობას რობინიოს კლუბში დატოვება სურდა და მასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, თუმცა ბრაზილიელებმა ევროპულ გუნდებთან კონკურენციის გაწევა ვერ შეძლეს.

 

რობინიომ “მილანთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ბრაზილიური სატელევიზიო არხი “გლობო” იუწყება, რომ რობინიომ “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრაზილიელი თავდამსხმელი “სანტოსში” 2014 წლიდან იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელს “როსონერისთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.

გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “სანტოსი” მზად იყო, რობინიოს სანაცვლოდ “მილანისთვის” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ბარბოსა შეეთავაზებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რობინიოსთვის ხელფასის 40 პროცენტის გადახდა სწორედ “მილანს” უწევდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა კლუბის ინტერესებში.

ახლა 31 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს “სანტოსთან” სრულუფლებიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.

რობინიომ “სანტოსის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

 

რობინიო ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს

“სანტოსის” 31 წლის თავდამსხმელი რობინიო ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. “სელესაო” 26 და 29 მარტს საფრანგეთისა და ჩილეს ნაკრებების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

“ძალიან გახარებული ვარ. მადლობას ვუხდი ღმერთს, ოჯახის წევრებსა და ჩემს თანაგუნდელებს. ვგრძნობ, რომ სანაკრებო თამაშებისთვის მზად ვარ. იმედი მაქვს, თავს კარგად წარმოვაჩენ.

ვფიქრობ, “სანტოსში” ნაჩვენები კარგი თამაშების გამო გამომიძახეს ბრაზილიის ნაკრებში. ჩემ მიერ გატანილ გოლებს სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება მიაქცია, თავდამსხმელებს სწორედ გოლების გატანა მართებთ”, – ციტირებს რობინიოს სიტყვებს A bola.

 

რობინიოს “მილანში” დაბრუნება არ სურს

“სანტოსში” განათხოვრებულმა რობინიომ განაცხადა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელზე უფლებები “მილანს” ეკუთვნის.

“აქ დარჩენა მინდა, ანალოგიური სურვილი აქვს კლუბსაც. ხელმძღვანელობამ მამაჩემთან ეს საკითხი უკვე განიხილა. მათ კარგად იციან ჩემი სურვილის შესახებ”, – რობინიოს სიტყვები MilanNews.it-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

 

რობინიო, შესაძლოა, 18 წლის გოგოს ჯგუფურად გაუპატიურებისთვის დააკავონ

„მილანის“ თავდამსხმელი რობინიო, რომელიც ამჟამად ბრაზილიური „სანტოსის“ ღირსებას იცავს, პროკურატურაში დაიბარეს, სადაც იგი 18 წლის გოგოს გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.

ინციდენტი 2013 წლის იანვარში მოხდა. ფეხბურთელი ხუთ მეგობართან ერთად რესტორანში ბრაზილიელ მანდილოსანს დახვდა. როგორც ცნობილია, რობინიომ მეგობრები მეუღლის სახლში გაცილების შემდეგ ნახა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სკანდალის მონაწილე რობინიო 2009 წელსაც იყო, როდესაც ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

ოფიციალურად: რობინიო “სანტოსში” ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, “მილანის” თავდამსხმელი რობინიო იჯარის წესით “სანტოსში” გააგრძელებს კარიერას. საიჯარო პერიოდი 1 წლის ვადით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ რობინიო ჯამაგირის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი კვირაში 135 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რობინიო “სანტოსის” აღზრდილია. ფეხბურთელი ბრაზილიური კლუბის ღირსებას 2002-დან 2005 წლამდე იცავდა. გასულ სეზონში რობინიომ “მილანის” ფორმით 30 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

 

რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის

ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.

ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.

სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.