იტალიური “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი, ზვონიმირ ბობანი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, “როსონერი” იტალიის სერია A-ს სამეულში მოხვედრას ვერ მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, “შავ-წითლები” მილანურ დერბიში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდნენ.
“ასეთი სუსტი “მილანი” არასოდეს მინახავს. გალიანის ერაში, “როსონერის” ყველაზე ცუდი პერიოდი ახლა უდგას. გასულ სეზონში, შესაძლოა, გუნდი აგებდა, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ თამაშობდა, წელს კი ასე აღარაა. ვფიქრობ, “შავ-წითლები” სამეულში მოხვედრას ვერ შეძლებენ”, – ამბობს ბობანი.