შაქირი: “ინტერმა ჩემპიონთა ლიგაში უნდა ითამაშოს”

“ინტერის” შემტევმა, ჯერდან შაქირიმ მილანური კლუბის და მისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

“იტალიური ფეხბურთი გერმანულისგან განსხვავებულია, თუმცა ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ მქონია. მანჩინი ჩემგან ბევრს ელის. ამიტომ, თანაგუნდელების დახამრება ჩემთვის მნიშვნელოვანია.

“ინტერისთვის” ახლა საუკეთესო სეზონი არ არის, მაგრამ ეს დიდი კლუბია, რომელიც მოდევნო სეზონიდან დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაში უნდა ითამაშოს” – განაცხადა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა.

შეგახსნებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ფარგლებში “ინტერი” ხვალ “მილანს” დაუპირისპირდება.

შაქირი “ინტერის” ფეხბურთელია

შვეიცარიის ნაკრების ნახევარცმველი ჯერდან შაქირის “ინტერის” ღირსეას 2018/19 წლებსის ეზონის ბოომდე დაიცავს.

პარასკევს, 9 იანვარს ფეხბურთემა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფრომა. შეთანხმების დეტალები უცნობია.

უცხოური პრესის ცნობით საერთო ჯამში “ინტერს” შაქირის “ბაიერნიდან” გამოსყიდვა 14 მილიონი ევრო დაუჯდება.

 

შაქირის ვოლფსბურგსაც სურს

“ვოლფსბურგის” სამწვრთნელო შტაბი მიუნხენის “ბაიერნიდან” ჟერდან შაქირის გადაბირებითაა დაინტერესებული.

შვეიცარიის ნაკრები ფეხბურთელს მიუნხენური გრანდის დატოვება სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო სურს. “ვოლფსბურგის” გარდა მისი გადაბირებით კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებულია. “ბაიერნი” კი ტრნასფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში შაქირიმ ბუნდესლიგის 9 მატჩი მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

„ლივერპული“ შაქირისთან ვერ შეთანხმდა

„ლივერპულმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ჯერდან შაქირისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

შესაბამისად, სულ უფრო მცირდება იმის ალბათობა, რომ შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდს მიაშუროს. შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება იტალიური „რომა“, რომელიც ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად გაჩაღებულ ბრძოლაში ჩართვას აპირებს.

ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ ჯერდან შაქირის არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო „ბაიერნის“ დატოვება სურს.