ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.
„სუარესს პრობლემები აქვს. ის ძალზედ ღარიბ ოჯახში გაიზარდა. გაბრაზების დროს შესაძლოა ზედმეტი მოუვიდეს.
ბოლო ინციდენტის შემდეგ ის საავადმყოფოში ფსიქიატრთან უნდა გაეშვათ, სანქციებით პრობლემა ვერ მოგვარდება“, – განაცხადა ურუგვაის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.