მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენა მცველი კრისტიან ანსალდი ჩემპიონთა ლიგაში “მალმიოს” წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ესპანური კლუბი შვედურს 4 ნოემბერს დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის მიმიდნარე გათამაშებაში ანსალდიმ ორი შეხვედრა ჩაატარა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა 4-ჯერ ითამაშა.