“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგა გამარჯვებით დაიწყო

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლესტერ სიტის” დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი სწორედ ისეთივე გამოდგა, როგორსაც ექსპერტები ვარაუდობდნენ – “მანჩესტერ იუნაიტედმა” თავის სტილში თამაშობდა, “მელიები” კი კვლავაც სასწაულის გამოცხობას ცდილობდნენ.

ანგარიში შეხვედრის მესამე წუთზე გაიხსნა თერთმეტმეტრიანიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პოლ პოგბას მიერ გატანილი პენალტი არც უნდა დანიშნულიყო.”წითელმა ეშმაკუნებმა” ბურთი საკმაოდ დამაჯერებლად აგორეს და შედეგად 87-ე წუთზე ლუკ შოუს მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლი მივიღეთ.

მატჩის დასასრულს “მელიებმა” მაინც გამოიჩინეს ბრჭყალები, გოლი ჯეიმი ვარდის ანგარიშზეა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ბოლო წამებზე გოლის გატანის შანსი მეტოქის საჯარიმოში ჩასულ კასპერ შმეიხელს ჰქონდა, თუმცა ააცილა.

ასე რომ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამარჯვებით დაიწყო, “ლესტერი” კი ბოლოზეა. მეორე ტურში “იუნაიტედი” “ბრაიტონს” ეწვევა, “ლესტერი” კი “ვულვზს” მიიღებს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” : დე ხეა; შოუ, ლინდელოფი, ბაილი, დარმიანი; პოგბა (ფელაინი 85′), პერეირა, ფრედი (მაკტომინი 76′); სანჩესი, რეშფორდი (ლუკაკუ 67′), ხუან მატა

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ლესტერ სიტი” : შმეიხელი; ამარტი (გეზალი 63′), მორგანი, მაგუაირი, ჩილველი; ნდიდი, სილვა (იბორა 80′); რიკარდო პერეირა, მედისონი (ვარდი 64′), გრეი; იჰეანაჩო

მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი

“მანჩესტერ იუნაიტედი” დიეგო გოდინის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ იუნაიიტედის” ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელი მცველის, დიეგო გოდინისაკენ გადაიტანეს. ამ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ბრიტანული გამოცემა ადასტურებს.

როგორც იცით, “წითელი ეშამკები” აქამდე მაგუაირის, ალდერვაირელდისა და ბოატენგის ტრანსფერებზე მუშაობდნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოვიდა. ასე რომ, დიეგო გოდინი ინგლისური გრანდის ერთადერთ იმედად რჩება.

Sky Sports-ს ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო აგენტები უკვე შეხვდნენ 32 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ გოდინი “ატლეტიკოს” ღირსებას 2010 წლიდან იცავს.

ფერდინანდმა მაგუაირსა და ალდერვაირელდს შორის არჩევანი გააკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა “წითელი ეშმაკების” ორ სამიზნეს ჰარი მაგუაირსა და ტობი ალერვაირელდს შორის გააკეთა არჩევანი.

“ჰარი მაგუაირმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, მაგრამ პოტენციურ სამიზნეებს თუ ჩამოვწერ, ის ჩემს სიაში პირველი ნამდვილად არ იქნება. არჩევანს ალდერვაირელდზე გავაკეთებდი, რადგანაც ის ზედგამოჭრილია ჩვენი კლუბისთვის.

იქნება თუ არა მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში? დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება, რადგანაც თუ ასე მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სეზონი წარმატებული იყო და ტიტულები მოვიგეთ,” – აცხადებს ფერდინანდი Daily Mirror-თან საუბრისას.

პოგბამ ვუდვორდსა და თანაგუნდელებს უკვე განუცხადა, რომ კლუბის დატოვება უნდა

ბრიტანულ პრესაში გრძელდება საუბარი პოლ პოგბას მომავალთან დაკავშირებით. Daily Mail ირწმუნება, რომ ფრანგმა ნახევარმცველმა საკუთარი სურვილის შესახებ უკვე აცნობა კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდსა და თავის თანაგუნდელებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, “მანჩესტერ იუნაიტედი” მაქსიმალურად ცდილობს 25 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებას, რადგანაც მისი შემცვლელის პოვნა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (10 აგვისტოს იხურება) ძალიან რთული იქნება.

აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოგბას ტრანსფერით “ბარსელონა” იყო დაინტერესებული. კატალონიელები “მანჩესტერ იუნაიტედს” იერი მინას, ანდრე გომეშსა და 45 მილიონ ევროს სთავაზობდნენ პოგბას ტრანსფერის სანაცვლოდ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ინგლისურ კლუბებს ფეხბურთელის დამატების უფლება 10 აგვისტომდე აქვთ, თუმცა მათი ფეხბურთელის შეძენა სხვა კლუბებს 31 აგვისტომდე შეეძლებათ.

“ბაიერნი” “მაჩესტერ იუნაიტედისგან” გაორმაგებულ თანხას ითხოვს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ჟერომ ბოატენგის ტრანსფერთან დაკავშირებით მკაცრად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და “მანჩესტერ იუნაიტედთან” დათმობებზე არ მიდიან.

გერმანული ტაბლოიდი Bild-ის მიერ გავრცელებული უალესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე ოფიციალურად შესთავაზა “რეკორდამისტერს” 25 მილიონი ევრო ტრანსფერში, მაგრამ უარი მიიღო.

“ბავარიელები” მხოლოდ 50 მილიონის შეთავაზების შემთხვეაში შეელევიან ბოატენგს. თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” მისი არენდის წესით აყვანის ვარიანტის დამუშავებასაც აპირებს.

მოურინიო: “კონკურენტები ძლიერდებიან, “ლივერპული” ყველას და ყველაფერს ყიდულობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იმედ გამოთქვამს, რომ “წითელი ეშმაკუნებიც” ისევ ეგაძლიერდებიან, როგორც მათი უშუალო კონკურენტები.

“ჩვენი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა იცის, რაც მინდა. ის ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე.

კლუბები, რომლებიც ჩვენ კონკურენტებად ითვლებიან, ძალიან ძლიერდებიან, მათ ფანტასტიკური გუნდები შეკრეს: “ჩელსიმ”, “ტოტენჰემმა” და “მანჩესტერ სიტიმ”. რაც შეეხება “ლივერპულს”, ისინი ყველას და ყველაფერს ყიდულობენ.

ასე რომ, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ უფრო არ გაძლიერდება, წინ რთული სეზონი გველის,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

სმოლინგი: “ჩემი მეუღლის წყალობით გავხდი ვეგანი”

ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი ფორმა შეინარჩუნონ, რისთვისაც სწორი კვება აუცილებელია. პრესასთან საუბრისას სმოლინგმა გაიხსენა, თუ როგორ გახდა ვეგანი.

“რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლე ვეგანია და მუდმივად ცდილობდა ჩემს დაყოლიებას. სახლში მზარეული სწორედ ის არის, ამიტომაც ვეგანობის გარეშეც მიწევდა ვეგანური საკვების მიღება.

ცოტა ხნის შემდეგ, ჩემი მენიუდან ხორცი ამოვიღე. ახლა ვეგანი ვარ. ზოგადად, ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ ვარჯიშზე დაბრუნება, თუმცა მე მსგავსი არაფერი მიგრძვნია.

ვეგანი რომ არ ვიყო, მე მომიწევდა კერძების მომზადება, რაც თავს ეგოისტადაც მაგრძნობინებდა. საბედნიეროდ, ის ძალიან კარგი მზარეულია და ახლა მასთან ერთად ცხოვრება ძალიან მაბედნიერებს,” – აცხადებს სმოლინგი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კოვაჩიჩის ტრანსფერში “რეალს” 60 მილიონი შესთავაზა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა “რეალს” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართეს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ადასტურებს.

მადრიდული გამოცემის თანახმად, “წითელმა ეშმაკებმა” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდულ გრანდს 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მატეო კოვაჩიჩმა ეს წინადადება მალევე დაბლოკა.

ხორვატი ფეხბურთელი “რეალს” 2015 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ზედიზედ სამჯერ შეძლო გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ექვს სხვა ტიტულთან ერთად.

მიუხედავად ამისა, საკმარისი სათამაშო დროის არქონის გამო, ეს უკანასკნელი მაინც ფიქრობდა კლუბიდან წასვლაზე. მაგრამ, როგორც ვხედავთ, “მანჩესტერ იუანიტედი” მისი ოცნების კლუბი ნამდვილად არ არის.

პოლ პოგბა “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

დღეს იტალიურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერის “ბარსელონაში” გადაბარგების ვარიანტს საკმაოდ სერიოზულად განიხილავს.

როგორც “ბარსელონა” ასევე “მანჩესტერ იუნაიტედი” წინასასეზონო მზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებენ. სწორედ აქ შეხვდნენ პოლ პოგბას “ბლაუგრანას” წარმომადგენლები და შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან ბევრი იწერებოდა პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის არსებული გაუგებრობების შესახებ, რის გამოც ფრანგმა “ოლდ ტრაფორდის” მიტოვებაც სცადა.

პოლ პოგბა ინგლისში 2016 წელს გადაბარგდა 105 მილიონ ევროდ.

კარიკატურა: ჟოზე მოურინიოს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ალერგია აქვს

ჟოზე მოურინიომ ლონდონის “ჩელსიში” მუშაობის დროს მოჰამედ სალაჰი, რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი დაიწუნა. უკვე “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის დროს, პორტუგალიელი ისევ არ წყალობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები სძულთ ბრიტანელ ფანებს ყველაზე მეტად?

Daily Mirror-მა ფეხბურთის ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მიზნად პრემიერ ლიგის ყველაზე საძულველი და საყვარელი კლუბის გამოვლენას ისახავდა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბრიტანელ ფანებს ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” სძულთ (გამოკითხული ფანების 68,7-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ვერ იტანს ამ კლუბს).

“არისტოკრატებს” ცოტათი ჩამორჩნენ “წითელი ეშმაკუნები” (68,1 პროცენტი). სამუელი კი “ლივერპულმა” დახურა (52,8 პროცენტი). საძულველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ “ვესტ ჰემი” (47,6%) და “არსენალი” (46,2%).

გულშემატკივრების საყვარელი კლუბის წოდება წილად “ბარნლის” ხვდა (35,8 პროცენტი). ხუთეულში ასევე მოხვდნენ “ბორნმუთი” (32.9%), “ჰადერსფილდი” (30,2%), “მანჩესტერ სიტი” (28,3%), “ნიუკასლი” და “ფულჰემი” (27,1 %).

მატეო დარმიანი: “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება მინდა”

მატეო დარმიანის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი “ოლდ ტრაფორდის” დატოვება მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო ვალენსიასა და დიოგო დალოტს ტრავმების გამო სეზონის სტარტის გამოტოვება ემუქრებათ.

“ვალენსიას ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. არ ვიცი რამდენ ხანს იუქმებს, მაგრამ ამ დროისთივის ის კაპიტანია, ძირითადის მოთამაშე,” – ციტირებს იტალიელი მცველის სიტყვებს ESPN.

“მინდა უფრო რეგულარულად ვთამაშობდე. გასულ სეზონში არც ისე ბევრი შანსი მეძლეოდა. სწორედ ამიტომ ვესაუბრე მწვრთნელსა და კლუბს ჩემს მომავალზე. მინდა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წავიდე, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

სერია ა? რა თქმა უნდა, ამ ვარიანტსაც განვიხილავ,” – აცხადებს დარმიანი, რომელიც “ოცნებების თეატრს” 2015 წელს შეუერთდა “ტორინოდან”.