მოურინიო: “რომ ვფიქრობდე, ტიტულისთვის ბრძოლა დასრულდა, ახლა დასასვენებლად ბრაზილიაში ვიქნებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” საკუთარ მოედანზე წააგო და პირველადგილოსანს თერთმეტი ქულით გაუსწრო. ჟოზე მოურინიომ და თავისმა შეგირდებმა ხასიათის ცოტათი გამოკეთება “ბორნმუთის” მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ მოახერხეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კიდევ აქვს იმედი, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.

“სიტისთან” თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათთან წაგება მტკივნეული გამოდგა. თუმცა შემდგომმა გამარჯვებამ გაგვამხნევა. “ბორნმუთი” რთული მეტოქე იყო. საკმაოდ დაძაბული მატჩიც გამოვიდა. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ის საღამო უფრო მშვიდი იქნებოდა.”

“ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მათ დასასვენებლად ჩვენზე ერთით მეტი დღე ჰქონდათ. თანაც, ჩემმა ბიჭებმა მენტალურად დიდი დატვირთვა მიიღეს “სიტისთან” თამაშში. ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ მაისში მთავრდება. ახლა რომ ეს მომხდარიყო, ბრაზილიაში ან ლოს ანჯელესში დასასვენებლად წავიდოდი. იმედი მაქვს, უკეთესი მომავლის,” – აცხადებს ჟოზე.

კარიკატურა: “მანჩესტერ სიტიმ” ჟოზე მოურინიოს ავტობუსი ამოაყირავა

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. “ოლდ ტრაფორდზე” გამართული ჯახი ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა.

ომარ მომანი ასეთი კარიკატურით ეხმაურება ჟოზეს ავტობუსის ძლევას.

მანჩესტერული დერბი “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტური მანჩესტერულმა დერბიმ დახურა, რომელიც სეზონის ცენტრალურ დაპირისპირებად მიიჩნია. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება “ქალაქელებს” დარჩათ და სატურნირო ცხრილში “წითელ ეშმაკუნებთან” არსებული სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში სტუმრებმა, შეხვედრის 43-ე წუთზე გახსნეს (დავიდ სილვამ), რასაც ოთხ წუთში მარკუს რაშფორდმა უპასუხა. გამარჯვების გოლი კი თამაშის 54-ე წუთზე ნიკლას ოტამენდიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი გათამაშების ერთ-ერტ აუტსაიდერს, “სუონსის” ეწვევა, ჟოზე მოურინიოს ბიჭები კი ბორნმუთს დაუხვდებიან.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; იანგი, როხო (ლინდელოფი 46′) , სმოლინგი, ვალენსია; მატიჩი, ანდერ ერერა; რაშფორდი, ლინგარდი (იბრაჰიმოვიჩი 76′), მარსიალი; ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, ოტამენდი, კომპანი (გიუნდოგანი 46′), დელფი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, სილვა; სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუსი (მანგალა 58′), სანე (ბერნარდო სილვა 88′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


მანჩესტერული დერბი: სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

დღეს პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს.

ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი გვთავაზობს გუნდების შერეულ სიმბოლურ ნაკრებს.

მეკარე: დე ხეა;
მცველები: იანგი, როხო, ოტამენდი, ვალენსია;
ნახევარმცველები: მატიჩი, დე ბრუინი, სანე;
თავდამსხმელები: აგუერო, სტერლინგი.

მანჩესტერული დერბი შესაძლოა, დიდთოვლობის გამო გადაიდოს

პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი, მანჩესტერულ დერბი, რომელიც 10 დეკემბერს უნდა გაიმართოს, შესაძლოა დიდთოვლობის გამო ვერ ჩატარდეს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მეტეოროლოგებისა და სინოპტიკოსების მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ 10 დეკემბერს მანჩესტერში, ისევე როგორც ინგლისის სხვა ქალაქებში, უხვი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერში ახლაც თოვს. მეტეოროლოგების გათვლებით, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თოვლის საფარმა შესაძლოა, 20 სანტიმეტრის სიმაღლესაც მიაღწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” არის შესაბამისი ტექნოლოგიები, რომლებიც მოედნის საფარის გაწმენდას აადვილებს, თამაში შესაძლოა, მაინც გადაიდოს გულშემატკივართა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

იაია ტურე: “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში დიდი სიფრთხილე გვმართებს”

“მანჩესტერ სიტის” გამოცდილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ ათ დეკემბერს გასამართი “მანჩესტერული დერბის” წინ პრესასთან ისაუბრა და თავის თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“წელს “იუნაიტედი” ძალიან ორგანიზებულად გამოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტაქტიკებზე ბევრს ფიქრობენ. ამიტომაც, მათ კონტრ-იერიშებს ძალიან უნდა ვუფრთხილდეთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

სიფრთხილე გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “არსენალის” ბედს გავიზიარებთ. წაგება კი ნამდვილად არ გვინდა. “იუნაიტედთან” ეს სხვაობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ბოლო დროს ისინი ძალიან საშიშ მეტოქეებად იქცნენ.

ისეთი ფეხბურთელების ხარჯზე, როგორებიც ლუკაკუ, იბრაჰიმოვიჩი, ლინგარდი, რეშფორდი და მარსიალი არიან, მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ გადასვლა კონტრ-იერიშზე. მეტოქეს მხოლოდ შესაფერი მომენტი სჭირდება.

ამ მატჩის მოსაგებად დიდებულად უნდა ვითამაშოთ,” – აცხადებს 34 წლის იაია ტურე.

მხითარიანი: “ზლატანს ვუთხარი, რომ ღმერთი ის კი არა, მე ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ჰენრიხ მხითარიანმა საკუთარ გუნდელზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ “იბრა” თავის თავს ღმერთს უძახის. თუმცა, როცა როსტოვში დავეშვით, ვუთხარი: “აი, ვინაა ნამდვილი ღმერთი.” რა თქმა უნდა, ვიხურმე. იქ ძალიან ბევრი სომეხი დაგვხვდა, რომელიც ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ის გაგებით მოეკიდა იმ ამბავს, რომ სხვა ღმერთიც არსებობს.”

“ზლატანი ძალიან ტემპერამენტიანია. ბევრი მას ვერ უგებს, არ ესმის მისი ხუმრობები. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ეს დამოკიდებულება მაშინაც შევინარჩუნეთ, როცა აღდგენით პროცესებს გადიოდა. ის, რა თქმა უნდა, ახლაც ჩემი მეგობარია და კლუბისთვის დიდი ძალაა,” – აცხადებს ჰერიხი.

ჟოზე მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის 80 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეძლო კლუბის ხელმძღვანელების დარწმუნება, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება და შედეგად, მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 80 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

როგორც იცით, პრემიერ ლიგის 15 ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “სიტის” რვა ქულით ჩამორჩება. თუმცა, “წითელი ეშმაკები” ბრძოლას წაგებულად არ თვლიან და ბოლომდე არ აპირებენ ფარ-ხრმლის დაყრას.

ბრიტანული მედიის ცნობით, პირველ რიგში, ჟოზე მოურინიო გუნდში მარცხენა მცველისა და კრეატიული შემტევის მოყვანას აპირებს, რომელიც “ათიანის” პოზიციაზე შეძლებს თამაშს.

შესაძლოა, მოურინიოსთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა გაიზარდოს, თუ “ოლდ ტრაფორდელები” ლუკ შოუსა და მატეო დარმიანის გაყიდვას შეძლებენ.

მოურინიო: “დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” ჩატარებული მატჩის (1-3) შემდეგ დავიდ დე ხეას შეაქო და აღნიშნა, რომ ის ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოა.

“თამაშის შემდეგ მასთან მივედი და ვუთხარი, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვიხილე მოედანზე. დიდ მატჩებში სწორედ ასეთი დე ხეა გვჭირდება.

ფენომენალური თამაში იყო. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის მიერ ნაჩვენები პერფრომანსი. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ “არსენალმაც” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია თავისი შემტევი და ლამაზი ფეხბურთით.

მათი დავალება მარტივი იყო, როდესაც ბურთი მეტოქეს ექნებოდა, მთლიანად დაცვაზე უნდა გადავრთულიყავით, მათ შორის შემტევებიც. ხოლო, როდესაც ბურთი ჩვენს ხელში იყო, ყველას კონტრ-იერიშზე უნდა ეფიქრა.

რა თქმა უნდა, შეუძლიათ თქვან, რომ შანსები მათაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და უკეთესი მეკარეც გვყავდა. ამიტომაც მოვიგეთ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი მატჩის შემდეგ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “არსენალს” მოუგო, პოგბა გააძევეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და დიდი შერკინებაც გაუმართა.

მატჩი “წითელმა ეშმაკებმა” აქტიურად დაიწყეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. თამაშის მე-4 წუთზე ვალენსიამ შეძლო მასპინძელთა კარის აღება, მე-11 წუთზე კი ლინგარდმა გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “მეთოფეებმა” მატჩში ინტრიგა დააბრუნეს და ერთი გოლი გაქვითეს, თუმცა ლინგარდმა მალევე აღადგინა ორბურთიანი სხვაობა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3. აღსანიშნავია, რომ თამაშის 74-ე წუთზე უხეშობის გამო მოედნიდან პოლ პოგბა გააძევეს.

შედეგად, “იუნაიტედმა” “სიტისთან” სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა “ქალაქელებს” ერთი მატჩი კიდევ აქვთ სათამაშო. “არსენალმა” კი მეოთხე ადგილი “ლივერპულთან” დაკარგა და ახლა მეხუთეა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ერერასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გუნდის ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ანდერ ერერა ზამთარში “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ აპირებს და მზადაა, “წითელ ეშმაკუნებთან” კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს.

28 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2018 წლის ზაფხულში იწურება, მისი გადაბირების სურვილს კი არაერთი ევროპული კლუბი გამოთქვამს.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ერერას დიდი დრო არ ეძლევა. პრემიერ ლიგის 11 მატჩში მან მხოლოდ ერთი გოლით შეძლო, ჩვენთვის თავი დაემახსოვრებინა.

არსენ ვენგერი: “მანჩესტერ იუნაიტედი” შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და გულშემატკივარს სანახაობრივ მატჩს დაპირდა.

“მანჩესტერ იუნაიტედს” საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, რომ ისინი ბევრ პრობლემას გაგვიჩენენ. არ ვთვლი, რომ ისინი დაცვიდან ითამაშებენ, მათგან სახიფათო შეტევებს უდნა ველოდოთ.

“არსენალი” შინ ხვდება “მანჩესტერ იუნაიტედს”, უმნიშვნელოვანესი მატჩია. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი გუნდი მთლიანად მოგებაზე იყოს კონცენტრირებული და მათთვის ეს შესაძლებელი გავხადო.

ჯერჯერობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან კარგად თამაშობს, ისევე როგორც ჩვენ. ასე რომ, საკმაოდ დაძაბული მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ,”- აცხადებს ვენგერი.