დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 აგვისტო


“ჩელსი” ლორენტესთვის იბრძვის

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდში კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ. Daily Telegraph-ის ცნობით, საქმე ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერს ეხება.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტე, რომელიც ლორენტესთან “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდშიც მუშაობდა, 15 მილიონს იხდის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.


“ბარსელონას” კოუტინიოსა და დი მარიას ტრანსფერები სურს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსა და ანხელ დი მარიას ტრანსფერებზე გადაერთვნენ.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის ბრძოლას.


“მარსელი” ორიჯის ტრანსფერზე მუშაობს

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელები “ლივერპულის” ბელგიელი თავდამსხმელის, დივოკ ორიჯის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას Marseille Mercato-ც ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ორიჯი შიშობს, რომ არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს და მზადაა, 15 მილიონიანი შეთანხმების მთავარი გმირი გახდეს.


მბაპე და ფაბინიო “პსჟ”-ში გადავლენ

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარის მოჯახუნებას გეგმავენ – ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ფრანგები “მონაკოდან” კილიან მბაპესა და ფაბინიოს წაყვანას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფაბინიოს ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს, მბაპეს ფასი კი 150 მილიონ ევრომდე მიდის. ამ ტრანსფერები განხორციელების შემთხვევაში პარიზელთა ზაფხულის დანახარჯი 400 მილიონ ევროს გაცდება.


“ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურდათ

თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არაერთი კლუბი იჩენდა. ბელგიური ვებ-გვერდი voetbalnieuws.be იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნმა” 17 წლის შემტევ ნახევარმცველში “დინამოს” 6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩაკვეტაძე “გენტთან” შეთანხმდა.

ახალგაზრდა მოთამაშე “გენტის” წევრი მაშინ გახდება, როცა მას 18 წელი შეუსრულდება, იქამდე კი ის თბილისელთა რიგებში ითამაშებს.

ბელგიური სააგენტოების ცნობით, ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლევერკუზენი” და “ჰოფენჰაიმიც” იჩენდნენ.


დივოკ ორიჯი: “ერთ დროს ჩემს გადაბირებას “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ცილობდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ბელგიელი შემტევი, დივოკ ორიჯი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წარსულში მას მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგების საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა.

“ყველაფერი 16-წლამდელთა ნაკრებიდან დაიწყო, სადაც ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. შემდეგ “ლილს” ვესტუმრე, სადაც ედენ აზარმა უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა.

ჩემმა გულმა მითხრა: “ახლავე წადი “ლილში”. მახსოვს, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მამაჩემმა მითხრა (სამზარეულოდან): “არჩევანი შენზეა, ისე მოიქეცი, როგორც გინდა” მე კი “ლილი” ავირჩიე.

2014 წელს კი თითქმის ყველგან მეპატიჟებოდნენ. ჩემით დაინტერესებული “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნიც” იყო სხვა კლუბებთან ერთად, მაგრამ ბოლოს მაინც “ლივერპულში” მოვედი.

როდესაც მოვედი, ყველამ იცოდა ჩემი სახელი, იცოდნენ ვინ ვიყავი, რაც მახარებდა. მათ იცოდნენ ჩემი შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ, მე კი კლუბის ფილოსოფია მომწონდა და ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი.”

სიმეონეს დივოკ ორიჯის დამატება სურს

მადრიდის “ატლეტიკოს” მცდელობა, დიეგო კოშტას დაბრუნებისა სრული კრახით დამთავრდა. გამომდინარე აქიდან, მადრიდელები “ლივერპულის” ბელგიელ თავდამსხმელზე გადაერთნენ. ამ ინფორმაციას Bleacher Report ავრცელებს.

როგორც გაირკვა, დიეგო სიმეონეს სიაში, რომლის სათავეშიც ესპანელი დიეგო კოშტა იდგა, ორიჯის გარდა კიდევ რამოდენიმე ფორვარდია მოხსენიებული, თუმცა მათგან ყველაზე მეტად “როხიბლანკოს” სათამაშო სტილს სწორედ ბელგიელი ერგება.

თუმცა, “ლივერპულელთა” თავკაცი, იურგენ კლოპი ორიჯის ადვილად გაშვებას არ აპირებს. 21 წლის ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს “ენფილდს”, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები საკმაოდ დიდ თანხას ჩამოვლენ მის სანაცვლოდ.

10 ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც ევრო-2016-ზე თვალი უნდა ადევნოთ

ევროპის მთავარი ტურნირის (საერთაშორისო დონეზე) დაწყებამდე გთავაზობთ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინონ …


13335287_194366614292122_478361345_n

დელე ალი (ინგლისი)

როგორც იცით, დელე ალიმ პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონში შესანიშნავად იასპარეზა – მან 10 გოლისა და 9 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.

ამასთანავე, ალიმ ნაკრების მაისურით ჩატარებულ პირველივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა (ნოემბერში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ). რასაც მოჰყვა მისი ასევე კარგი თამაში გერმანელებთან (3-2).

სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, რაც ინგლისელი “მაკ დონსთან” ერთად ლიდა ერთში გადაბარგდა, 20 წლის ფეხბურთელისაგან ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინებას მოელიან.


13335287_194366614292122_478361345_n

კინგსლი კომანი (საფრანგეთი)

პეპ გვარდიოლამ “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი, კინგსლი კომანი აღწერა, როგორც “გიჟურად კარგი”, რაც ზუსტად ახასიათებს მის გასულ სეზონს გერმანლ კლუბში.

19 წლის ფრანგმა 4 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო ბუნდესლიგის 23 მატჩში. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი, როცა “იუვენტუსთნ” მატჩში (4-2) “რეკორდმაისტერს” ულიდერა.

კომანმა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი რუსეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გაიტანა, რომელიც საბოლოო ჯამში ფრანგთა გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. ევრო 2016-ზე მისგან გაცილებით მეტს ელიან.


13335287_194366614292122_478361345_n

ბრელ ემბოლო (შვეიცარია)

შვეიცარიელთა თავდამსხმელი, ემბოლო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია ა ჯგუფში.

შემტევი ტიპის ფეხბურთელს ახლახან, თებერვალში შეუსრულდა 19 წელი, თუმცა მას უკვე 30 გოლი აქვს გატანილი “ბაზელის” მაისურით 86 მატჩში. მან ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თავის გამოჩენა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერის” სამიზნეს ნაკრების ღირსების დაცვის საშუალება 9-ჯერ მიეცა, ერთხელ მან თავის გამოჩენა გოლის საშუალებითაც მოახერხა.


13335287_194366614292122_478361345_n

ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)

“მას ნამდვილად შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთელის სტატუსის მოპოვება.” – ასეთი განცხადება გააკეთა “არწივთა” მწვრთნელმა გოლოვინზე საუბრისას.

20 წლის საკმაოდ ცნობილი ფლეიმეიკერი რუსეთის ნაკრებში ერთადერთია, რომლის ასაკიც 25 წელს არ აღემატება (განაცხადიდან გამომდინარე).

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ფეხბურთელი “მოსკოვის ცსკა-ში” ძირითადი ფეხბურთელის სტატუსს ჯერაც ვერ ატარებს. მას ნაკრების მაისურით 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ სამი მატჩიდან ორში მოახერხა გოლის გატანა.


13335287_194366614292122_478361345_n

ანტონი მარსიალი (საფრანგეთი)

ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ მარსიალმა საკმაოდ მარტივად მოაკეტინა ყველას, ვისაც მასში ეჭვი ეპარებოდა. მისი ასპარეზობა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო “მანჩესტერელთა” ცუდ სეზონსი.

მარსიალი საფრანგეთის ნაკრებში პირველად აგვისტოში გამოჩნდა.

დიდიერ დეშამის ნაკრებში მას სადებიუტო გოლი ჯერაც არ გაუტანია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოასწრო 8 მატჩში მონაწილეობის მიღება. სავარაუდოდ ევრო 2016-ზე ის ამ ნავსსაც გატეხავს.


13335287_194366614292122_478361345_n

დივოკ ორიჯი (ბელგია)

ორიჯის საერთაშორისო ტურნირებზე თავის გამოჩენის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან რუსეთთან მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

“ლივერპულის” 21 წლის ფეხბურთელმა ბოლო 6 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო, მათ შორისაა “ევერტონის” წინააღმდეგ, დერბიში გატანილი გოლიც.

ასე რომ ახალგაზრდა ბელგიელზეც საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.


13335287_194366614292122_478361345_n

მარკუს რეშფორდი (ინგლისი)

მართალია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დებიუტი თებერვალში შედგა, თუმცა მასზე ინგლისელი გულშემატკივრები მაინც დიდ იმედებს ამყარებენ.

მას შემდეგ, რაც 18 წლის მარკუსმა “მიდტიულანდის” კარში დუბლის გაფორმება მოახერხა, ყველამ მასზე დაიწყო საუბარი, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი გოლი დებიუტში, ოღონდ სანაკრებო დებიუტში – ავსტრალიასთან მატჩში, მაისში.

შეიძლება მას “სკამზე ჯდომაც” მოუწიოს, თუმცა როი ჰოჯსონი მას შანსს აუცილებლად მისცემს.


13335287_194366614292122_478361345_n

რენატო სანჩესი (პორტუგალია)

სანჩესის “ბენფიკადან” “ბაიერნში” გადასვლა სულ მალე გაოფიციალურდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოტენციალს და იმ ფაქტს, რომ მისგან ბევრს უნდა ველოდოთ.

18 წლის ფეხბურთელმა “ბენფიკაში” ოქტომბრის თვეში აიწყვიტა. მისი სანაკრებო დებიუტი კი მარტში შედგა.

რენატო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ევრო 2016-ზე მიიღებს მონაწილეობას, კრიშტიანუ რონალდუს არჩევის შემდეგ (2004 წელს) – ექნება მის არჩევასაც იგივე შედეგი?


13335287_194366614292122_478361345_n

ლეროი სანე (გერმანია)

იოაჰილ ლიოვმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონ გუნდში ახალი სისხლი შეიტანა. ახალ სისხლში გამოსარჩევია ლეროის სანეს როლიც, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად იქცეს.

“შალკეს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა 2014/15 წლების სეზონში შეძლო – თუნდაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილი გოლით – გასულ სეზონში კი მან რეპუტაციის შენარჩუნება შეძლო.

საერთაშორისო დონეზე მისი დებიუტი ნოემბერში შედგა, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ის 23 წლისაა და ჯერ კიდევ ელოდება თავის შანსს.


13335287_194366614292122_478361345_n

იულიან ვაიგლი (გერმანია)

ვაიგლი 1860 მიუნხენის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ, რომელმაც გერმანიის მეორე ჩემპიონატის ცხრილის ბოლოში დაასრულეს ასპარეზობა (2014/15), მაგრამ ბოლო 12 თვის მანძილზე ისინი საგრძნობლად გაძლიერდნენ.

20 წლის ფეხბურთელმა მთელი მსოფლიო გააკვირვა ტომას ტუხელის “ბორუსიაში” ასპარეზობის დონით.

მისი დებიუტი საერთაშორისო დონეზე სლოვაკეთთან მატჩში, მაისში შედგა. მისგან ისევე როგორც ლიოვი, ასევე გერმანელი გულშემატკივარი, ძალიან ბევრს ელის.

ორიჯის პროგრესი სახეზეა – “მას უფრო დიდი ზომის ფორმა სჭირდება”

იურგენ კლოპმა “ლივერპულელთა” ახალგაზრდა თავდამსხმელი, დივოკ ორიჯი შეაქო და აღნიშნა, რომ კლუბში მოსვლის დღიდან მან დიდი პროგრესი განიცადა.

“ყველა ხედავს, თუ რამდენად თავდაჯერებულია ის. ვფიქრობ, როცა მოვიდა, მან საკუთარ თავს უთხრა, რომ აქ ყველაფერი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო.

ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა აქ ყველა მომთხოვნია. თავდაპირველად მცირე და ხშირი ტრავმების პრობლემა ჰქონდა, როცა მოვედი ის ფორმაში არ იყო. თუმცა მან ეს ნამდვილად გამოასწორა.

ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმის შენარჩუნებაა. ლაზარეთში ბოლოს ყოფნისას მან ბევრი იშრომა – ახლა უფრო დიდი ზომის მაისური და ფორმა სჭირდება! მისი კუნთების მასა გაიზარდა.” – განაცხადა იურგენ კლოპმა.

ორიჯი ლივერპულში გადადის

2014 წლის მუნდიალზე წარმატებული თამაშის შემდეგ 19 წლის დივოკ ირიჯიმ “ლივერპული” ყურადღება მიიპყრო. უცხოური პრესის ცნობით, ბელგიელი ფორვარდი კარიერას სწორედ ინგლისურ გუნდში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები ფორვარდში “ლილს” 15 მილიონ ევროს გადაუხდიან. უახლოეს მომავალში ორიჯი ბოსტონში ჩავა, სადსაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ “ლივერპულთან” კონტრაქტს გააფორმებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასული წლის გათამაშებაში ორიჯიმ 29 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.