სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

მესი მეორე შვილს ელოდება (ფოტო)

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მეორე შვილს ელოდება. არგენტინელ ფეხბურთელსა და მის მეორე ნახევარ ანტონელა როკუცოს უკვე ჰყავთ ვაჟიშვილი ტიაგო, რომელიც 2012 წელს დაიბადა.

“გელოდებით, პატარა. ტიაგოს, დედას და მამას უყვარხარ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეო მესიმ.

Messi family

ტიაგუ „ატლეტიკოში“ დაბრუნდა

პორტუგალიელი ნახევარმცველი ტიაგუ, რომელმაც პირველ ივლისს მადრიდის „ატლეტიკო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მადრიდულ გუნდში დაბრუნდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიაგუ ლონდონის „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო, თუმცა სათამაშო ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ტრანსფერი არ განხორციელდა.

ტიაგუს „ატლეტიკოზე“ დაბალი დონის კლუბებისგანაც ჰქონდა შემოთავაზებები და საბოლო ჯამში, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მადრიდში დაბრუნება არჩია.