პირლო „ინტერში“ ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ნიუ-იორკ სიტის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ბოლო დროს მისი „ინტერში“ იჯარით ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გარდა ამისა, იტალიელმა ევრო 2016-ს შესახებაც ისაუბა.

„დასრულების დრო ჯერ არ მოსულა, თამაშის სურვილი ახლაც მაქვს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა არის, თუმცა ბევრი რამ ჩემზე და ჩემს თამაშზე იქნება დამოკიდებული. ახლაც მოტივირებული ვარ და, შევეცდები, მწვრთნელს უფრო ფართო არჩევანის საშუალება მივცე.

„ინტერი“? ჭორები არ მადარდებს, მათ შევეჩვიე. ჩემით ბევრი კლუბი ინტეესდებოდა, მაგრამ „ნიუ-იორკ სიტისთან“ კოტნრაქტი მაქვს და მისი შესრულება მსურს. შემდეგ წელს ახალი სეზონის დაწყება ახალ მწვრთნელთან ვგეგმავთ“, – ციტირებს პირლოს „La Gazzetta dello Sport“.

პირლო: „მჯერა, რომ ბალოტელი ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი იქნება“

„ნიუ-იორკ სიტის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

„გეტყვით, რომ მარიო ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც შეგიძლიათ შეხვდეთ. იტალიის ნაკრების ვარჯიშზე მასთან საუბრის დაწყებამდეც მხიარულად ვარ. როდესაც მარიო ახლოსაა, ვერ მოიწყენთ.

როდესაც ის გაცილებით უმცროსი იყო, ბევრს შეცდომას უშვებდა, რის შესახებაც თავადაც იცის. იმედია, ახალ სეზონში ყველაფერი მისთვის კარგად აეწყობა, რადგან ჯერ კდიევ მჯერა, რომ ბალოტელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდება“, – პირლოს ეს სიტყვები „Shortlist“-ზე დაყრდნობით „Football Italia“-ს მოჰყავს.

ინგლისის პრემიერლიგის 2014/15 წლების სეზონში ბალომ 16 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გალიანი: „პირლოს გაშვება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო“

პირლომ აშშ-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ აშშ-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

„ნიუ-იორკ სიტის“ ახალწვეულა „ორლანდოსთან“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იტალიელი შუახაზელი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. მასთან ერთად მოედანზე ანდონი ირაოლა და დავიდ ვილიაც იყვნენ, სტუმართა რიგებში კი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა კაკამ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი მეტად უხვგოლიანი გამოდგა და „ნიუ-იორკელთა“ სასარგებლოდ, ანგარიშით 5:3 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან ჰეთთრიკით დავიდ ვილია გამოირჩა, სტუმართა მხრიდან სამივე გოლი კი კაილ ლარინმა გაიტანა.

ვილა ”მელბურნ სიტიში” ოფიციალურად წარადგინეს

ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დავიდ ვილა, ნახევარ წელს ავსტრალიის ჩემპიონატში გაატარებს.

8745b05b9501

32 წლის ფეხბურთელი, ზაფხულში ნიუ-იორკ სიტიში გადავიდა და აღნიშნულ კლუბს, 2015 წელს, ახალი სეზონის დასაწყისში შეუერთდება. ავსტრალიაში კი, სეზონი 10 ოქტომბერს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ”მელბურნ სიტიც” და ”ნიუ-იორკ სიტიც”, ”მანჩესტერ სიტის” მეპატრონეს ეკუთვნის.

ვენგერი “მანჩესტერ სიტის” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შეშფოთებას გამოთქვამს ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის გამო. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაარღვიოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლამპარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა, 36 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა იჯარის წესით “მელბურნ სიტის” ან “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. აღსანიშნავია, რომ სამივე დასახელებულ კლუბს მფლობელთა ერთი ჯგუფი მართავს, რაც ვენგერის აღშფოთებას იწვევს.

“ეს სიურპრიზია. როგორც ჩანს, “სიტის” სახელით არსებული ეს კლუბები მთავარ კლუბს, “მანჩესტერ სიტის” მოამარაგებენ. მსმენია იმის შესახებ, რომ მათ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კიდევ ხუთი კლუბის შეძენა სურთ. ფინანსურ ფეარ-პლეის საკმარისად კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ეს ფრანშიზა (“ნიუ-იორკ სიტი”) 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ კლუბში გადასულ მოთამაშეებს მომდევნო წლამდე MLS-ში თამაში არ შეეძლებათ, თუმცა მათ იჯარის წესით სხვა კლუბებში გადაბარგების უფლება ეძლევათ. არის თუ არა ეს ფინანური ფეარ-პლეისთვის თავის არიდება? არ ვიცი. ჩვენ თანხას ჩვენი კლუბისთვის ვხარჯავთ და ამით მოხარულები ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა კლუბები შევიძინოთ”, – ვენგერის სიტყვებს Yahoo ციტირებს.

 

პელეგრინიმ ლამპარდის იჯარა დაადასტურა

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იანვრამდე ფრენკ ლამაპრდი იჯარით „მნაჩესტერ სიტიში“ ითამაშებს.

„იანვრამდე ფრენკი ჩვენი ფეხბურთელი იქნება. იგი შემადგენლობიოს ნაწილი იქნება და სხვებთან ერთად ძირითადში მოსახვედრად იბრძოლებს.

ლამპარდმა ჩვენი გუნდი კარგად იცის. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ტრანსფერია“, – განაცხადა „ქალაქელთა“ თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ.

აღსანიშნავია, რომ ლამპარდმა „სიტის“ სამწვრთნელო შტაბს „ჩელსისთან“ მატჩში შემადნელობის მიღმა დატოვება სთხოვა.

ლამპარდი იჯარით „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა „The Guardian“-სი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის „ნიუ-იორკ სიტიში“ დებიუტი, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაიწელოს, რადგან მისი იჯარით აყვანის სურვილი „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას აქვს.

ამავე დროს „The Guardian“-ის ჟურნალისტთათვის „სიტის“ მხრიდან ინტერესი მოულოდნელია, რადგან „ჩელსის“ ხელმძღვანელები არ ვარაუდობდნენ, რომ ლამპარდი უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელებას შეძლებდა, მაშინ, როდესაც მანჩესტერელებს სხვა აზრი აქვთ.

გამოცემა ასევე იმაზეც წერს, რომ ამ ნაბიჯით „მანჩესტერ სიტი“, რომლის შემადგენლობაში უამრავი ლეგიონერი ირიცხება, გუნდის შემადგენლობის ინგლისელი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს.

და ბოლოს, ფრენკის სამშობლოში დაბრუნებამ, შეიძლება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის ყურადღება მიიქციოს და მან ლამპარდს კვლავ საკუთარი გუნდის რიგებში უხმოს.

ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.

ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

„ნიუ-იორკ სიტიმ“, შესაძლოა, დღეს ლამპარდის ტრანსფერი დაადასტუროს

„ნიუ-იორკ სიტის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე მნიშვნელოვან განცხადებას გაავრცელებს.

დიდი ალბათობით, აღნიშნული განცხადება მორიგი ვარსკვლავის დამატებას შეეხება. სავარაუდოდ, კლუბი ინგლისელი ვეტერანის ფრენკ ლამპარდის ტრანსფერს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილიასთან კონტრაქტის გაფორმება მოასწრო.

ხავი იანვარში „ბარსელონას“ დატოვებს

„El Mundo Deportivo“-ს თუ დავუჯერებთ, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავი ერნანდესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს.

დღეს გაირკვა, რომ 2014/15 წლების სეზონის შუახაზელი „ბლაუგრანასის“ შემადგენლობაში დაიწყებს, თუმცა იანვარში „ნიუ-იორკ სიტის“ რიგებს შეუერთდება.

როგორც ცნოლბილია, გამოცდილი ნახევარმცველი ამერიკულ კლუბს უკვე შეუთანხმდა კიდეც – მხარეები ორწლიან კოტნრაქტს გააფორმებენ.