პოჩეტინო: “ვანიამა “საუთჰემპტონთან” უნდა დაბრუნდეს”

ვიქტორ ვანიამამ მუხლის ტრავმა აგვისტოში, “ბარნლის” წინააღმდეგ მიიღო და უკვე ოთხი თვეა, ლონდონის “ტოტენჰემს” ვერ ეხმარება.

26 წლის ნახევარმცველზე “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ვნახოთ, როდის დაბრუნდება ვიქტორი. წინა სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში. ამ სეზონში ვანიამა, ფაქტობრივად, დავკარგეთ. თუმცა, გუნდში მისი დიდი საჭიროებაა. იმედი მაქვს ის უკვე მალე დაბრუნდება. როგორც ვვარაუდობთ, ვიქტორი “ბარნლისთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ათი დღის მანძილზე “საუთჰემტონთან”, “სუონსისთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართ მატჩებში მზად იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.

პოჩეტინო: “სიტის” სტაბილურობის შენარჩუნება მთელი სეზონის მანძილზე შეუძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პრემიერ ლიგაში მის უშუალო და მომავალი ტურის მეტოქეებზე ისაუბრა.

“მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგაში იდეალურად გამოიყურება. ისინი “ჩემპიონთა ლიგაზეც” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. ახლა მათთვის უმთვრესი გამოწვევა მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურობის შენარჩუნებაა. თუმცა, უნდა ვთქვა , რომ მათ გააჩნიათ ამის პროფესიონალიზმი.”

“რაც შეეხება, ჩვენს მეტოქეს, “კრისტალ პალასს”, ყოველთვის რთულია, ოთხშაბათს ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ, უიქენდზე ჩემპიონატში ითამაშო. “კრისტალი” მშვენიერი გუნდია. როი ჰოჯსონთაბ კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა მთავარია, “რეალთან” მიღწეული გამარჯვების მალე დავიწყება და “კრისტალ პალასზე” გადართვა, – აცხადებს პოჩეტინო.

მაურისიო პოჩეტინო: “ბედნიერები ვართ – ჩვენ მსოფლიოს საუეკთესო გუნდს მოვუგეთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიშთ, 3-1 იმარჯვეს, ათი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდანაც გავიდნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ესაუბრა.

“შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, ასეთი ასპარეზობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფანებისთვის, რადგან მოვუგეთ მადრიდის “რეალს” – მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ფანტასტიკურია, როცა გრძნობ, შეგიძლია დაამარცხო ძლიერი.”

“სეზონის დასრულებამდე დიდი დროა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, დასახულ მიზნებამდე ბოლომდე მივიდეთ,” – აცხადებს პოჩეტინო.

პოჩეტინო: “ვეცდებით, “მანჩესტერ სიტის” დავეწიოთ”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” “უემბლიზე” მესრესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-1 გაანადგურა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან “სპურსების” დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“გუნდი “უემბლიზე” მშვენივრად გამოიყურება. ის ცდილობს, რომ ამ სტადიონზე დამაჯერებლად ითამაშოს. მნიშვნელოვანია, ეს კედლები ჩვენთვის სახლივით იყოს.”

“უკვე მესამე სეზონია პრემიერ ლიგაში რომელიღაც კლუბის დაწევას ვცდილობთ. “მანჩესტერ სიტი” მშვენიერი გუნდია. მას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და წვრთნის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ვნახოთ, რა მოხდება. ვეცდებით, მათ დავეწიოთ,” – აცხადებს პოჩეტინო.

დელე ალი:”თავიდან პოჩეტინოს არ მოვწონდი”

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრი, დელე ალი, რომელიც დღეს “ტოტენჰემის” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად მაურისიო პოჩეტინო მისი შესაძლებლობებით დიდად ვერ მოიხიბლა.

“როდესაც “სპურსთან” კონტრაქტი გავაფორმე (2015 წელს), ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა. ვარჯიშზე ატმოსფეროს შესაფასებლად ვიყავი მისული, არ ვიცოდი, რომ პოჩეტინო იქ იყო, მე ის ესპანეთში მეგონა.

მასთან კავშირი პრე-სეზონამდე არ მქონია. პირველი შეხება მის დამხმარესთან, ხესუს პერესთან მქონდა. ისინი ესპანურად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ის მოვიდა და მითხრა, “მას არ მოსწონდი”, ან რაღაც მსგავსი.

ის თვალებში მიყურებდა, აინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა. მე კი შოკირებული ვიყავი, სიტყვებს ვერ ვპოულობდი! შემდეგ გაიცინა და მითხრა:”… ახლა კი უყვარხარ”, – ციტირებს ალის სიტყვებს Goal.Com.

გავრდიოლა პოჩეტინოს პასუხობს: “ჩემი კოლეგების მიმართ არასდროს ვყოფილვარ უპატივცემულო! არასდროს!!!”

პეპ გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჯერ სექტემბერია. “ჩელსიმ” გასულ სეზონში მიყოლებით 13 თამაში მოიგო. ასევე, გვაყვს მეტოქეებად “მანჩესტერ იუნაიტედი” და ჰარი კეინის გუნდი.” 

აღნიშნულ სიტყვებს ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო გამოეხმაურა. არგენტინელი დამრიგებლის აზრით, “ქალაქელთა” თავკაცმა “სპურსების” მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. მისი თქმით, როგორც გვარდიოლას დროინდელი “ბარსა” არ იყო ლიონელ მესის გუნდი, ასევე არც “ტოტენჰემია” მხოლოდ კეინის.

დღეს პოჩეტინოს გვარდიოლამ უპასუხა: “მე უპატივცემულობა გამოვიჩინე? მაურისიოს აქამდეც შევხვდი და მას ვესაუბრე. შეიძლება, ჩემი ინგლისური საკმაო დონეზე გასაგები არაა. პრესკონფერენციაზე კოლეგების მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემულობა! არასდროს! როცა ვთქვი, “ჰარი კეინის გუნდი”, ეს იმიტომ განვაცხადე, რომ ჰარის ბევრი გოლები გაჰქონდა. ძალიან კარგად ვიცნობ “ტოტენჰემს” და ვიცი, რომ ის მხოლოდ კეინი არაა!” – ამბობს პეპი.

პოჩეტინო პრემიერ ლიგაზე: “ტოტენჰემს” ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება შეუძლია!”

გუშინ პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. თავისი შეხვედრა ჩაატარა ლონდონის “ტოტენჰემმაც”, რომელმაც სტუმრად “სუონსის” წინააღმდეგ გააგორა ბურთი და მეტოქეს ანგარიშით, 3:1 სძლია. თავის მხრივ იმარჯვა ლიდერმა “ჩელსიმაც”. შესაბამისად, ამ ორ გუნდს შორის შვიდქულიანი სხვაობა შენარჩუნდა.

გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან “სპურსების” თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“თუ ყველა მატჩში ისე ვითამაშებთ, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ, პრემიერ ლიგის ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება შეგვიძლია. შემდეგ კი, ვნახოთ, რა იქნება.”

“მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ერთ მეტოქეზე ვკონცენტრირდეთ და ყურადღება არასდროს მოვადუნოთ. ამ თამაშმა აჩვენა ის, თუ რა შეუძლია ერთიან კოლექტივს.”

“ჩვენ კიდევ გვჯერა, რომ “ჩელსის” რეალური ოპონენტები ვართ. სწორედ ამ რწმენამ მოგვაგებინა დღევანდელი მატჩიც. ასე გამოსვლას ვაპირებთ დანარჩენ შეხვედრებშიც!” – განაცხადა პოჩეტინომ.

 

მაურისიო პოჩეტინო: “ამ ორ კლუბს არასდროს გავწვრთნი!”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო 1994-2000 და 2004-2006 წლებში “ესპანიოლში” თამაშობდა. ხოლო, უკვე ბოლო სამი წელია “ტოტენჰემს” წვრთნის. მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ “არსენალსა” და “ბარსელონას” არასდროს გაწვრთნის.

“ესპანიოლის” გულშემატკივარი ვარ და ამას არც ვმალავ. ახლა კი “ტოტენჰემში” ვარ. შესაბამისად, თუ დანიელ ლევი ერთ დღეს კლუბიდან გამიშვებს, გამორიცხულია, რომ “არსენალის” ან “ბარსელონას” ხელმძღვანელობას მივყო ხელი.”

“მიყვარს ჩემი პროფესია და საიდანაც კარგი შემოითავაზება იქნება, იქ წავალ. თუმცა, არაა ადვილი ღირებულებებს გადაახტე და იყო ლოიალური. “ტოტენჰემთან” ძალიან ბევრი კარგი ემოცია მაკავშირებს, შესაბამისად, “მეთოფეთა” რიგებში ვერ წავალ,” –განაცხადა პოჩეტინომ.

 

“ტოტენჰემმა” “მიდლსბროს” მინიმალური ანგარიშით მოუგო (ვიდეო)

4 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ტოტენჰემი” და “მდლსბრო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ლონდონელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მისი ავტორი 58-ე წუთზე ჰარი კეინი გახდა. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეარხია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულ მოუტანა.

“სპურსები” 24 ტურის შემდეგ 50 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, და ლიდერ “ჩელსის” მთელი 9 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება აიტორ კარანკას გუნდს, “მიდლსბროს” 21 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.

იხილეთ ჰარი კეინის გოლი

 

პოჩეტინო: “გაბრიელ ჟესუსი დიდ ტალანტს ფლობს”

გუშინ “მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერი. “ქალაქელებმა” 19 წლის ბრაზილიელი შემტევი “პალმეირასიდან” დაიმატეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს, შესაძლოა, პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჰქონდეს დებიუტი. ამ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. სწორედ “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა ჟესუსზე.

“ამ ფეხბურთელის შესაძლელობების შესახებ ვიცი. ეროვნულ ნაკრებში მისი ასპარეზობა ნანახი მაქვს,” – აცხადებს არგენტინელი.

“მას თავდამსხმელის უკან შეუძლია თამაში. ჟესუსი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მას დიდი ნიჭი და პოტენციალი გააჩნია. შესაძლოა, მან სასტარტოშიც დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ თამაში, ან, გვარდიიოლამ იგი თავიდან სათადარიგოზე განამწესოს, ზუსტად ვერ ვიტყით. თუმცა, მას დიდი ხიფათის შექმნა შეუძლია ჩვენი კარისთთვის,”
– ციტირებს Goal.Com-ი მაურისიოს სიტყვებს.

 

 

კარიკატურა: ფუტკარმა ალიმ კონტეს შეუჩერებელ მონსტრს უკბინა (ფოტო)

გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” თანქალაქელ “ჩელსის” დაუპირისპირდა. “სპურსებმა” მეტოქე დელე ალის დუბლით დაამარცხეს და მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

ალის მოქმედება ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

პოჩეტინო: “მოურინიო ისევ “განსაკუთრებულია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

“მომწონს მოურინიო და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.”

“მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდები ბოლო წლებში არც ისე კარგად გამოიყურებიან, ის მაინც “განსაკუთრებულია”. წარმოიდგინეთ, ასეთ პერიოდშიც კი ყველა – მედია, მსაჯები და სხვები – მასზე არიან ორიენტირებულნი.”

“მის მსგავსად, ბევრი მწვრთნელია რაღაც პერიოდის მანძილზე წარუმატებელი, თუმცა, მათ ისეთ ყურადღებას არ  აქცევენ, როგორც პორტუგალიელს. რატომ? ის “განსაკუთრებულია”. ის განსაკუთრებული თვისებებითაა დაჯილდოვებული,” – განაცხადა “სპურსების” თავკაცმა.