დანიელ კარვახალი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა ტრავმა მიიღო და მას მოედნის დატოვება პირველივე ტაიმში მოუწია.

26 წლის ესპანელს საათ-ნახევრის მანძილზე უტარდებოდა გამოკვლევა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ დანის მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აქვს, რის მკურნალობასაც, მაქსიმუმ, სამი კვირა ესაჭიროება. შესაბამისად, ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

კიევიდან დაბრუნების შემდეგ, “ბლანკოსის” მოთამაშეებს ნაკრებების მწვრთნელებმა ერთკვირიანი დასვენების საშუალება მისცეს. ამ შვიდი დღის მანძილზე, კარვახალი სარეაბილიტაციო კურსს გაივლის. მას, თავისთავად, “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგიც დააკვირდება.

კარვახალი: “მბაპეს წინააღმდეგ თამაშისას მივხვდით, რომ არც ისეთი ცუდები ვართ”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, დანი კარვახალმა “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და მბაპეს “პარი სენ-ჟერმენთან” მოგებული მატჩიც გაიხსენა.

“პარი სენ-ჟერმენთან” თამაშამდე სულ კავანისა და მბაპეს ვიდეოებს ვუყურებდით, თუმცა როდესაც მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, მივხვდით, რომ არც ისეთი ცუდები ვართ.

ეს ჩვენი მეოთხე ფინალი იქნება, მაგრამ ახლა უფრო მონდომებულები ვართ, ვიდრე პირველი ფინალის წინ. ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორებიც სერხიო რამოსი, რონალდუ და მოდრიჩი არიან და თითოეული მათგანი წარმოუდგენლად მოტივირებულია.

ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ მოედანზე, ბურთის არასწორ მომენტში დაკარგვა მომაკვდინებელი იქნება, გარდა ამისა, მეტოქეს მუდამ პრესინგის საშუალებით უნდა ვაწუხებდეთ,” – აცხადებს “ლევერკუზენის” ყოფილი მცველი.

კარვახალი: “უკვე ბურთთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა ოდნავ რისკზეც არ წავალ”

მადრიდის “რეალის” მარცჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფინალის პირველ შეხვედრაში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ მუხლის ერთ-ერთი ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. ესპანელმა დაიწყო ბურთთან ერთად ვარჯიში, თუმცა ის გარისკვას არ აპირებს.

“უკვე ბურთით ვვარჯიშობ და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე დღეა ტკივილი აღარ მიგრძვნია და ვფიქრობ, კიევში თამაშს ჩეულებრივად მოვახერხებ. თუმცა, სულ მცირედით გარისკვაც არ მინდა. წინ დიდი მატჩი გველის, სადაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გამო არავინ ხვდება. შესაბამისად, ჩვენი მეტოქე ძლიერია და ამას მათ მიერ განვლილი გზაც მოწმობს. მათ თავიანთი დამსახურება გააჩნიათ და ღირსეულად მოვიდნენ აქამდე. თუმცა, ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. არაა ადვილი, ამდენჯერ მოხვდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩვენ კარგად გავისარჯეთ და იმედია, მეცამეტესაც მოვიპოვებთ,” – ამბობს 26 წლის მარჯვენა მცველი.

“რეალს” “ლას პალმასთან” შეხვედრაში რონალდუ და კიდევ ხუთი ვარსკვლავი დააკლდება

ხვალ “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 30-ე ტურში “ლას პალმასს” ესტუმრება. საგულისხმოა, რომ ზინედინ ზიდანმა განაცხადში, ტრავმების გამო, ორი მოთამაშე ვერ შეიყვანა. პირველი მათგანი სერხიო რამოსია, რომელმაც არგენტინასთან დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება. რაც შეეხება ისკოს, მანაც სამხრეთამერიკელებთან ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, იგრძნო დისკომფორტი.

გარდა ესპანელებისა, “რეალს” კრიშტიანუ რონალდუ, მარსელო და ტონი კროოსი დააკლდებიან. “ზიზუმ” გადაწყვიტა, ბიჭები დაასვენოს. ეს რომ “იუვენტუსთან” გასამართი მატჩისთვის ხდება, გასაგებია. ხოლო, დანი კარვახალს დისკვალიფიკაცია აქვს და ისიც ვერ გაჰყვება გუნდს.

დანიელ კარვახალი: “მალაგასთან” კრიშტიანუს ფანტასტიკური თამაში ჰქონდა”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, ეს იყო მატჩი, რომელსაც ცოტ-ცოტა ყველაფერი ჰქონდა. პირველ ნახევარში ვდომინირებდით, თუმცა ორი დასანანი გოლი გავუშვით. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბევრი შანსი შევქმენით. კრიშტიანუსაც ფანტასტიკური თამაში ჰქონდა. კარგია, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით და ლიდერზე ამით ზეწოლა მოვახდინეთ. მუშაობას განვაგრძობთ და არ ვნებდებით,” – აცხადებს დანი.

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

კარვახალი: “მეშინოდა, რომ გულის პრობლემის გამო კარიერის დასრულება მომიწევდა”

დანიელ კარვახალს გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და საკმაო ხანი გაუცდა. ესპანელმა ვარჯიში სრული დატვირთვით დაიწყო და მას ამ შაბათს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ელიან, რომელიც ლა ლიგა სანტანდერის ეგიდით შედგება.

“რეალის” მარჯვენა მცველმა უკვე აღმოფხვრილ პრობლემაზე ისაუბრა.

“შეშინებული ვიყავი, რომ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ჩემი გული იყო, კარიერის დასრულება მომიწევდა. პირველი სამი თუ ოთხი კვირა, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებდი. იმ პერიოდში გულის ცემას აკვირდებოდნენ, რომელიც ძალიან ნელი იყო. სხეული და მისი ორგანოები თავისებურად რეაგირებენ აქტიურობაზე. განსაკუთრებით, ეს მაშინ, ხდება, როცა ათლეტი ხარ და დიდი დატვირთვა გაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყოველივე დავძლიე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.”

“დაბრუნება უფრო ადრე მინდოდა, თუმცა ექიმებთან და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველივე მატჩში მივიღებდი მონაწილეობას. როგორც ექიმები მეუბნებიან, არანაირი საფრთხე არ მემუქრება და ჩემი გული მოსალოდნელ დატვიტრთვას გაუძლებს. უკვე მშვიდად ვარ და მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე,” – ამბობს კარვახალი.

გარეტ ბეილი “ლას პალმასთან” დაბრუნდება

მადრიდის “რელისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ყველა ელოდა, რომ ბეილი “ტოტენჰემთან” დაბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელმა იმ დროისათვის სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. დღეს ბეილი ვარჯიშზე სრულად დაიხარჯა და, დიდი ალბათობით, “ლას პალმასთან” განაცხადში მოხვდება. ასევე, გუნდთან ერთად იყვნენ რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი. სავარაუდოდ, მადრიდულ დერბის “რეალი” სრული შემადგენლობით შეხვდება.

ამჟამად ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ კოვაჩიჩი და ნავასი, მედიკოსთა განცხადებით, კოსტა-რიკელი მეკარე გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

ზიდანს “ეიბართან” ხუთი ფეხბურთელი არ ეყოლება

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსი” აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, დანი კარვახალი, კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი – ეს იმ მოთამაშეთა ხუთეულია, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ ვარჯიშზე 20 სპორტსმენი ირჯებოდა. მათ შორის იყო 17 წლის მეკარე, მოჰა, რომელიც წინა რამდენიმე თამაშის მსგავსად, დღესაც განაცხადშია.

“რეალს” კაზემირო და ვარანი გამოაკლდნენ

დღეს ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის “რეალი” “ხეტაფეს” ესტუმრება და საჭირო სამი ქულის მოპოვებას ეცდება.

ზინედინ ზიდანმა, რა თქმა უნდა, უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ვერ ვხედავთ კაზემიროსა და რაფაელ ვარანის გვარებს. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ “ზიზუმ” დამღლელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ბრაზილიელსა და ფრანგს დასვენების საშუალება მისცა.

ბენზემა ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ბეილი, კარვახალი და ნავასი ასევე ლაზარეთში რჩებიან. მადრიდელთა მთავარი კიპერისა და ლუკა ზიდანის ტრავმის გამო, მწვრთნელმა “კასტილიის” კარის დარაჯს, მოჰას უხმო. ასევე, მოსალოდნელი იყო მესამე მეკარედ, ხავი ბელმანის გამოძახება, თუმცა ესპანელი თინეიჯერი ამჯერად მთავარ გუნდში ვერ მოხვდა.

კარვახალი: “განვითარებისთვის არავისთან კონკურენცია არ მჭირდება”

დანიელ კარვახალი რამდენიმე სეზონია, რაც “რეალის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. მისი კონკურენტები – ალვარო არბელოა და დანილო იყვნენ, თუმცა კლუბი ორივემ დატოვა. ამჟამად, ესპანელს მეტოქეობას 18 წლის ფეხბურთელი, აჩრაფ ჰაკიმი უწევს. მოროკოელი სპორტსმენი “ბლანკოსის” აღზრდილია და გასულ ზაფხულში დაწინაურდა მთავარ გუნდში.

კარვახალმა ჟურნალისტებთან საკუთარ თავსა და თავის კონკურენტებზე ისაუბრა.

“აჩრაფი ფანტასტიკური ბიჭია. ის ბევრ რამეს სწრაფად ითვისებს და ამ სეზონში აქვს შესაძებლობა, რომ განვითარდეს. პირადად მე, არ მჭირდება სხვა მარჯვენა მცველი იმისთვის, რომ, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. ჩემი თავის კონკურენტი ისევ მე ვარ. მსურს, მაღალ დონეს მივაღწიო და გუნდს კიდევ უფრო დავეხმარო,” – აცხადებს დანი.

კარვახალი: “ჩემი გამოსასყიდი თანხა იმხელაა, რომ “რეალიდან” ვერავინ წამიყვანს”

დღეს მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ხელშერკრულების თანახმად, 25 წლის სპორტსმენი 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება “ბლანკოსში”. სხვა დეტალები არაა საჯარო.

დანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს კლუბი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. დღეს კიდევ ერთი ოცნება ავისრულე. “რეალის” ძალიან მადლიერი ვარ. ბედნიერებაა, რომ “ბლანკოსთან” ახალი კონტრაქტი გავაფრომე. მინდა, აქ ყველაფერი მოვიგო. ჩემი გამოსასყიდი თანხა იმხელაა, რომ “რეალიდან” ვერავინ წამიყვანს,” – აცხადებს ესპანელი.