კეპლერ პეპემ მადრიდის “რეალი” გუნდში ათწლიანი თამაშის შემდეგ დატოვა. პორტუგალიელის წასვლას “ბლანკოსის” მარჯვენა მცველი, დანიელ კარვახალი გამოეხმაურა.
“მან კლუბში ათი წელი გაატარა. ყველას გული დაწყდა კეპლერის წავსლაზე. სამწუახაროა ისიც, რომ მას “რეალის” მიერ “ბერნაბეუზე” გამართულ ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და გულშემატკივრის ყიჟინითა და შეძახილებით ვერ გავაცილეთ იგი.”
კარვახალი მორატას გუნდიდან შესაძლო წავსლასაც გამოეხმაურა.
“ალვაროს დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდა. მან მომავალ ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს. ჩემი აზრით, მისი წასვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება,” – აცხადებს დანი.