ახლა კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, მალტასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან მიხეილ მესის სახელობის სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება გერმანიასთან თამაშზე დასასწრებ ბილეთებს, მათი გაყიდვა ერთი დღით გვიან- – 24 მარტიდან „დინამო არენას“ სალაროებში დაიწყება.
მალტასთან თამაშის ბილეთების ფასი 5 ლარს შეადგენს, ხოლო გერმანიასთან – 10, 15, 20 და 30 ლარს.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო „დინამო არენას“ სალაროები ღია საღამოს 20:00 საათამდე იქნება.