უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა. შეხვედრა იტალიელთა ნახევარმცველმა ალესანდრო ფლორენციმ შეაჯამა.
“ჩვენ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კიდევ ორ ან სამ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდება.
ასეთ მატჩებში იღბალი და საღი აზრია საჭირო. იღბალი დაგკავლდა რიკოშეტის შემდეგ მიღებული გოლის მომენტში, საღი აზრი კი – არდანიშნული პენალტის ეპიზოდში.
იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ნამდვილად კარგად ვითამაშეთ და ანგარიშით 0:2 მარცხი არ დავიმსახურეთ. ქომაგებმა კარგი თამაში იხილეს და აპლოდისმენტიც არ დაიშურეს.
ბრძოლა გრძელდება, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვეცდებით”, – ციტირებს ფლორენცის სიტყვებს Football Italia.