“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს შენოლ გიუნეშიც დაესწრება

azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გასამართ მატჩს თურქული “ბურსასპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც დაესწრება. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გიუნეშის გუნდის ბარიერი დაძლია “ჩიხურამ” ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

„ჩიხურამ“ მუმლაძის საქციელთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

საჩხერის „ჩიხურამ“ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბურსასპორთან“ გამართული მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიის შემდეგ „ჩიხურას“ 22 წლის ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ თურქული გუნდის გულშემატკივართა სექტორთან მიირბინა და თურქ ქომაგებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

„ჩიხურას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„საფეხბურთო კლუბი საჩხერის „ჩიხურა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 24 ივლისს, „ბურსასპორის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დასასრულს მომხდარი ფაქტის გამო.
ჩვენი ფეხბურთელის ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ზიანს აყენებს თურქ და ქართველ ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე პირველი მატჩი ჩაატარა. ამ მიზეზის გამო, ძლიერი ემოციური წნეხის ქვეშ იყო. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მისი ქმედება გუნდისთვის მიუღებელია.
უფრო მეტიც, მან გაანალიზა, თუ რა გააკეთა და საჯარო ბოდიშიც მოიხადა“.

 

„ჩიხურამ“ „ბურსასპორის“ ბარიერი დაძლია

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურამ“ თურქული „ბურსასპორის“ ბარიერი დაძლია! მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი იმერულმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი:
„ჩიხურა“ — „ბურსასპორი“ 0:0 (პენ. 4:1) (პირველი მატჩი 0:0)

ჩიხურა“: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე (ჩიკვილაძე 117′), ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 90′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 119′).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

ბურსასპორი“: ტეკინი, სიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ოზბაურაკლი, ტრაორე, ჩინაზი, შენი, ბექირ ილმაზი (ტუფანი 53′), კირაზი, იუნალი (ალტინასი 80′)
მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.

პენალტების სერია: ოდიკაძე 1:0; გაბედავა 2:0; კორიფაძე 3:0; მუმლაძე 4:1 — ჩინაზი 1:0; სიველი 2:0; ტუფანი 3:1.

გაფრთხილებები: ჯიღაური 45+1′, ბეჭვაია 45+2′, კუჭუხიძე 114′ — ოზბაურაკლი 90+4′, შენი 90+5′.
გაძევება: ოზბაურაკლი 94′.

მთავარი მსაჯი: ტომაშ მუსიალი (პოლონეთი).

მატჩის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.