გრიზმანი: “შესაძლოა, მოედნის ფარგლებს გარეთ დავუშვა შეცდომები, მაგრამ არა – მოედანზე”

ანტუან გრიზმანმა, რომელმაც “ლეგანესთან” მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო, პრესასთან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” მატჩის წინ “ატლეტიკო” შესანიშნავ განწყობაზეა.

“ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი თამაშით. ოთხი გოლის გატანა დიდებული რამ იყო, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშის მოგება და “ბარსელონასთან” მატჩამდე კარგი განწყობის შენარჩუნებაა. ვნახოთ, იქნებ იქ უფრო ლამაზი რამ შევთავაზოთ გულშემატკივარს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 13 მატჩია დარჩენილი და ყველანაირად ვეცდებით, რომ თითოეული მათგანი მოვიგოთ. ამის შემდეგ კი ვნახავთ, რომელ პოზიციაზე დავასრულებთ ასპარეზობას.

ყველანაირად ვცდილობთ, რომ ფანები უფრო მეტად გავახაროთ. შესაძლოა, მოედნის გარეთ დავუშვა შეცდომები, არაადეკვატური განცხადება გავაკეთო, მაგრამ მოედანზე – არასოდეს,” – აცხადებს გრიზმანი.

ბელოტიმ, შესაძლოა, “ატლეტიკოში” ანტუან გრიზმანი შეცვალოს

მიმდინარე სეზონი დიდი ალბათობით ბოლო იქნება ანტუან გრიზმანისთვის “ატლეტიკოში”. შესაბამისად, მადრიდელები უკვე ეძებენ ფრანგი თავდასმხმელის შემცვლელს.

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, “როხიბლანკოს” ხელმძღვანელებმა არჩევანი “ტორინოს” 24 წლის შემტევზე, ანდრეა ბელოტიზე შეაჩერეს. ბელოტის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონია მითითებული, რის დაფარვასაც მადრიდელები გრიზმანის ტრანსფერიდან შემოსული თანხით აპირებენ.

როგორც იცით, ანტუან გრიზმანის გადაბირებას ორი ევროპული გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა” ცდილობს. გარდა ამისა, თავად ანტუანიც აღიარებს, რომ ახალი გამოწვევების საჭიროებას გრძნობს. შესაბამისად, მის ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

მიმდინარე სეზონში ბელოტიმ 15 მატჩი ჩაატარა სერია ა-ს ეგიდით, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა. გრიზმანის ანგარიშზე კი იგივე ოდენობის მატჩში გატანილი 5 გოლი და გაკეთებული 4 საგოლე პასია.

“ატლეტიკოს” დირექტორმა გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

მადრიდის “ატლეტიკოს” გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ გილ მარტინმა As-თან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა. მათ შორის იყო “როხიბლანკოს” ფრანგი ლიდერის, ანტუან გრიზმანის პოტენციური ტრანსფერი “მანჩესტერ იუნაიტედში”.

“რა თქმა უნდა, გრიზმანი “ატლეტიკოს” სეზონის მეორე ნახევარშიც დაეხმარება. კლუბი მასთან მოლაპარაკებების წარმოებას ახლა არ აპირებს, რადგანაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ვინმემ მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს – პირველ ივლისამდე მისი გადაბირება მხოლოდ 200 მილიონად არის შესაძლებელი.

ფასზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის მისი როლია გუნდში. ანტუანი გუნდს დიდ დახმარებას უწევს და ჩვენი მიზანია, რომ ის და დიეგო კოშტა გუნდში კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩნენ,” – აცხადებს “ატლეტიკოს” დირექტორი.

ხორდი ალბა გრიზმანს დიდი სიამოვნებით მიიღებს “ბარსელონაში”

ბოლო დროს მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერს, ანტუან გრიზმანს საკმაოდ ხშირად უწინასწარმეტყველებენ კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელებას. ტრასნფერის ამ შესაძლებლობას ხორდი ალბაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გრიზმანს გუნდში დიდი სიამოვნებით მიიღებს.

“გრიზმანი? ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ბრწყინვალედ ართმევს საკუთარ მოვალეობებს თავს. მისგან ნებისმიერი ტიპის დახმარებას მივესალმებით. თუმცა, უკვე ვთქვი, რომ ჩვენი გუნდი ისედაც ძალიან ძლიერია. ვნახოთ, რა მოხდება სატრნსფერო ფანჯარაზე,” – აცხადებს ალბა.

ერთ-ერთ გადაცემაში “ბარსელონას” დირექტორმა, გილერმო ამორმა აღნიშნა, რომ გრიზმანსა და კლუბს შორის კავშირი უკვე შედგა. ალბამ ამაზეც ისაუბრა: “დირექტორის განცხადება? შესაძლებელია, ბართომეუ უკვე შეხვდა გრიზმანის ოჯახს და ტრანსფერის გახორციელების შესაძლებლობაც განიხილეს. ერთი მხრივ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ უცხო ფეხბურთელებთან კავშირები გვქონდეს.”

სიმეონე: “გრიზმანი შემტევ გუნდში გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აღიარებს, რომ “როხიბლანკოს” სათამაშო სტილი ანტუან გრიზმანს საშუალებას არ აძლევს, ისეთ ფეხბურთელებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც ნეიმარი, მესი და რონალდუ არიან.

“თუ ერთ დღეს გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებს და შემტევ გუნდში გადავა, ის გაცილებით უფრო კარგი და პროდუქტიული გახდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველასათვის ნათელია, რომ მას შეტევითი თამაში სჭირდება.

მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გრიზმანი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ჩემი მოსვლის შემდეგ უდიდესი პროგრესი განიცადეს. ისეთ გუნდებში, როგორიცაა “ბარსელონა”, “პარი სენ-ჟერმენი” და “რეალი” შემტევებს მხოლოდ შეტევაზე უწევთ ფიქრი, ჩვენთან კი დაცვის საქმეებსაც აგვარებენ. განსხვავება ნათელია.

ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ფეხბურთელები მიყვარს. თუ ფეხბურთელი ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ სხვა კლუბში გადასვლის საუკეთესო შანსი აქვს, მე მას გავუშვებ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ფეხბურთელი ისევე იხარჯებოდა გუნდისთვის, როგორც გრიზმანი,” – აცხადებს სიმეონე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო დროს უცხოური მედია საკმაოდ აქტიურად ლაპარაკობს გრიზმანის მიმართ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესზე.

მანჩესტერული კლუბები გრიზმანისთვის იბრძვიან

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხშირად ვრელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “იუნაიტედს” საფრანგეთისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევის ანტუან გრიზმანის დამატება სურდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.

თუმცა დღეს ესპანური გამოცემა Sport’s-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიოს გრიზმანისადმი ინტერესი ისევ გააჩნია, მაგრამ “იუნაიტედს” ამჯერად ბრძოლა ქალაქელებთანაც მოუწევთ, რადგან “სიტის” ხელმძღანელობა აქტიურად ცდილობს მოლაპარაკების წარმართვას, როგორც “ატლეტიკოსთან”, ასევე გრიზმანის აგენტთან. ფაქტია ორივე კლუბის მხრიდან დაინტერესება რეალურია და ამიტომაც თანაქელექელებს ანტუანისათვის ბრძოლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოში” 2014 წელს გადმობარგდა. ფრანგმა მადრიდელთა მაისურით 173 შეხვედრა ჩაატარა და 86 გოლით გამოიჩინა თავი.

როგორ განწყობაზე იყო გრიზმანი უელსთან შეხვედრამდე (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევმა ანტუან გრიზმანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ განწყობაზე ხვდებოდა ის უელსთან შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში ანგარიში სწორედ გრიზმანმა გახსნა.

გრიზმანი: “ყარაბახი” თავს კარგად იცავდა და საჯარიმოში არსებული ბარიერის გადალახვა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკო” აზერბაიჯანულ “ყარაბახს” ესტუმრა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლანკოსის” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“რთული თამაში გამოდგა. მეტოქე ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი საჯარიმოში და ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. შანსები გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. მომენტების რეალიზებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.”

“თადარიგში სამი თამაშია. აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ წარმატებულად გამოვიდეთ და ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ,” – ამბობს ფრანგი.

ლაკაზეტი: “გრიზმანს “არსენალში” აუცილებლად მოვიწვევ”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეული, ალექსანდრე ლაკაზეტი საკმაოდ საინტერესო და “მეთოფეთა” გულშემატკივართათვის დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, ის აუცილებლად ეცდება “ემირეიტსზე” ანტუან გრიზმანის გადაბირებას.

“დიახ, გრიზმანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და ერთად ბევრს ვერთობით.

ზედმეტსახელებიც კი გვაქვს, მე მას გრიზის ვეძახი, ის – ლაკაზს. თუ ის ლონდონში აღმოჩნდება, აუცილებლად შევხვდები და “არსენალში” მოვიწვევ,” – აცხადებს “ლიონის” ყოფილი შემტევი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი ზაფხულშიც ძალიან ახლოს იყო ესპანეთის დატოვებასთან, თუმცა “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციამ მას გეგმები შეუცვალა.

სიმეონეს გრიზმანის მიმართ “ბარსელონას” ინტერესი მხოლოდ სიამოვნებას გვრის

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ანტონიო გრიზმანის გარშემო გავრცებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, “როხიბლანკოს” ფრანგი თავდამსხმელი “კამპ ნოუზე” აპირებს გადაბარგებას.

“მსგავსი ტიპის ინტერესის არსებობა სულაც არ მაშინებს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბები ჩემი ფეხბურთელებით ინტერესდებიან.

კლუბი ყველაფერს აკეთებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად, რომელთა გადაბირებაც უდიდეს კლუბებს სურთ. რაც მთავარია, კლუბში დარჩენა მათი სურვილიცაა.

კლუბთან საკმაოდ ძლიერი კავშირი მაქვს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. ერთად შევძლებთ წარმატებისთვის საჭირო გზის გაკაფვას,” – აცხადებს სიმეონე.

Marca: ნეიმარს გრიზმანი შეცვლის

Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ნეიმარის ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემთხვევაში, კატალონიელები მთელ ყურადღებას ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე გადაიტანენ.

როგორც იცით, “როხიბლანკოს” 26 წლის ფრანგი თავდამსხმელი ზაფხულში კლუბიდან წასვლას გეგმავდა. “ატლეტიკოში” ის მხოლოდ სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო დარჩა.

რაც შეეხება გრიზმანის გამოსასყიდ თანხას, ის 100 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რისი გადახდაც კატალონიელებს 222 მილიონის მიღების შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეთ.

კარიკატურა: მორატა და გრიზმანი მოურინიოს დასცინიან (ფოტო)

ჟოზე მოურინიო დიდი ხნის მანძილზე ცდილობს მორატასა და გრიზმანის შეძენას, თუცა მას ეს, ჯერჯრობით, არ გამოსდის. მან ვერ გააძლიერა შეტევა. თუმცა, ჟოზემ ალვაროსა და ანტუანის ვარიანტები რომელუ ლუკაკუთი ჩაანაცვლა, რომელიც უკვე ძალიან ახლოსაა “წითელი ეშმაკების” მაისურის მორგებასთან.

ომარ მომანი ამ ყველაფერს ასე აღწერს.