ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, კრისტიან ტელო ინგლისურ “ლივერპულში” ვიხილოთ. Marca-ს ცნობით, 22 წლის შემტევი მერსესაიდულ კლუბში იჯარით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის ახალგაზრდა ესპანელმა თქვა, რომ თუ ის გუნდში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს, სხვაგან უნდა გადაბარგდეს.
ტელომ მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” მაისურით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.