“რეალი” მზადაა, იან ობლაკის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მზად არიან, მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი იან ობლაკი გადაიბირონ. ამ ინფორმაციას ესპანური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენელი A Bola ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდელებს მობეზრდათ დაუსრულებელი მოლაპარაკებები დავიდ დე ხეასა და ტიბო კურტუას წარმომადგენლებთან და უნდათ, რომ ობლაკთან ყველაფერი მალევე დაასრულონ.

“ბლანკოსი” 25 წლის მეკარის გამოსასყიდი თანხის (100 მილიონი ევრო) გადახდას დათანხმდა. ტრანსფერი მას შემდეგ შედგება, რაც “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გახდება ცნობილი

შეგახსენებთ, რომ ობლაკი “ატლეტიკოში” “ბენფიკადან” გადაბარგდა 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, აღნიშნა, რომ კლუბი გუნდის წამყვანი ფეხბურთლების შენარჩუნებსა გეგმავს და მათ შორის იან ობლაკიც იგულისხმება.

“ატლეტიკო” მნიშვნელოვანი ფეხბურთელების კლუბიდან გაშვებას არ გეგმავს. ობლაკი ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს გუნდში დარჩება.

ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან თამაშით მომავალშიც ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორიც ახლა არის. თუ აქ დარჩება, პიროვნულ და პროფესიონალურ ზრდას გააგრძელებს, რაც უმნიშვნელოვანესია. ყველა ძლიერ გუნდს სჭირდება ასეთი მეკარე,” – აცხადებს არგეტნინელი სპეციალისტი.

“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, ობლაკის ტრანსფერში პასტორე და ტრაპი ჩართოს

ესპანურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულნი მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯით, იან ობლაკით.

როგორც იცით, პარიზელები გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდნენ 24 წლის სლოვენიელი ფეხბურთელის დამატებას, თუმცა აქიდან არაფერი გამოვიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ობლაკმა უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, “პარი სენ-ჟერმენი” სეზონის მეორე ნახევარში მის გამოყენებას ვერ შეძლებს.

მიუხედავად ამისა, პარიზელებს მაინც სურთ ობლაკის გადაბირება და მზად არიან, ამისთვის ხავიერ პასტორე და კევინ ტრაპიც გაწირონ. რაც მეტწილად შეძლებს, გადაწონოს ობლაკის გამოსასყიდი თანხის ოდენობა (100 მილიონი ევრო).

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი იან ობლაკის აგენტს შეხვდება

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ გეგმავენ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობით სარგებლობას. ამჯერად, პარიზელები თავიანთ კლანჭებში “ატლეტიკოს” კარის დარაჯის, იან ობლაკის მოქცევას გეგმავენ.

As-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უკვე დაგეგმა შეხვედრა სლოვენიელი მეკარის წარმომადგენლებთან რომლებიც პარიზში იმყოფებიან.

გეტყვით იმასაც, რომ ობლაკს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა პარიზული კლუბი მზადაა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

ოფიციალურად: ობლაკმა “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობამ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იან ობლაკმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

სლოვენიელი მეკარე “ვისენტე კალდერონზე” 2014 წელს გამოჩნდა “ბენფიკადან”, რაც ტიბო კურტუას მშობლიურ კლუბში და სიმეონე  მასში მიგელ მოიას შემცვლელს ხედავდა.

თუმცა, წლევანდელ სეზონში ობლაკმა “როხიბლანკოს” ძირითადი მეკარის სტატუსი მოიპოვა, მან კლუბის მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და არცერთი წუთი არ მჯდარა სათადარიგოთა სკამზე. შედეგად კი მივიღეთ ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი (ესპანეთში) – 11.

 

“ატლეტიკო” ობლაკის გაყიდვას არ აპირებს

მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იან ობლაკის გაყიდვას არ აპირებს.

მადრიდული კლუბის სამწვრთნელო შტაბი 22 წლის მეკარეში გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ხედავს.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობით, “მანჩესტერის” ხელმძღვანელები ობლაკის სახით დავიდ დე ხეა შემცვლელს ხედავდნენ, რომელიც კარიერას დიდი ალბათობით მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.

 

ვან გაალი დე ხეას ტრანსფერს ადასტურებს

მანჩესტერული გრანდი იწყებს მოლაპარაკებას მადრიდელებთან, იან ობლაკის ტრანსფერის თაობაზე.

საქმე დავიდ დე ხეას შემცვლელს ეხება. “წითელმა ეშმაკებმა” დაიწყეს ინტენსიურად დავიდ დე ხეას შემცვლელის ძებნას.

“მანკუნიანელთა” მთავარი ჰოლანდიელი მწვრთნელი, ლუის ვან გაალიც ადასტურებს დე ხეას გუნდიდან წასვლის სურვილს, მაგრამ ამბობს, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ იან ობლაკს დაიმატებენ.

როგორც ჩანს, “სამეფო გუნდის” თითოეული წევრი მათი მოსისხლე მტრის ბანაკის იმედზეა, გაუშვებენ თუ არა სლოვაკ მეკარეს ინგლისში.

ობლაკი: „რეალს“ წარმატებას ვუსურვებთ“

„რეალთან“ 1/4 ფინალში მარცხის შემდეგ „ატლეტიკოს“ მეკარემ იან ობლაკმა მეტოქეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება უსურვა.

„რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, თუმცა ეს ფეხბურთია. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. წინ ესპანეთის ჩემპიონატის ექვსი ტური გველის. არ დავნებდებით და ჩემპიონატში კარგი ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით.

„რეალისთვის“ გოლის გატანა გვსურდა, თუმცა ეს ვერ გამოგვივიდა. თურანის წითელმა ბარათმა სიტუაცია დაგვიმძიმა.

„რეალი“ ჩინებული გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც მაღალი დონის შემსრულებლები თამაშობენ. დღეს მათ გოლება დაიმსახურეს. გუნდს წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ობლაკმა.

ობლაკი: „კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარემ იან ობლაკმა მადრიდის „რეალთან“ განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, გოლების გატანა და მოგება გვსურდა, თუმცა დღეს უფრო მნიშვნელოვანი აკრის მშრალად შენახვა იყო. ვინ არის ფავორიტი? არ ვიცი. „რეალს“ ჩინებული გუნდი ჰყავს. პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ვნახოთ, საპასუხო შეხვედრაში რა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ მარსელო მეორე მატჩში ვერ ითამაშებს, „რეალს“ მისი ღირსეული შემცვლელები ჰყავს“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ კარის დარაჯმა.

იან ობლაკი: „გმირი არ ვარ“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი, რომელმაც ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის პენალტების სერიაში ერთი დარტყმის აღება შეძლო, საკუთარ თავს გმირად არ თვლის.

„მე ამ მატჩის გმირი არ ვარ. გმირი ყველა ის ადამიანია, რომელიც დღეს სტადიონზე იყო. მოიას ტრავმა? მას არ გაუმართლა… იმედია, მოედანზე ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. 1/4 ფინალში გასვლა ადვილი არ ყოფილა, თუმცა ეს ფეხბურთელია – ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს“, – განაცხადა ობლაკმა.

ობლაკი: სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ მექნება

მოგეხსნებათ, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ჩელსიში“ დაბრუნებული ტიბო კურტუას შემცვლელად ლისაბონის „ბენფიკადან“ იან ობლაკი შეიძინა. სლოვენიელმა კიპერმა პირველი შთაბეჭდილებები ას-ის ჟურნალისტს გაუზიარა.

–         იან, პირველ რიგში, გილოცავთ „ატლეტიკოში“ გადასვლას.

–         დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩავირიცხე. ერთი სული მაქვს, ახალ თანაგუნდელებს როდის გავიცნობ. კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრებს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრე.

–         კლუბმა ტიბო კურტუას შემცვლელად გადაგიბირათ.

–         პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მაქვს გააზრებული. ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მე და „როხიბლანკოს“ სხვა კიპერები ბელგიელს სათანადოდ შევცვლით.

–         ლა ლიგაში ასპარეზობის პერსპექტივა რამდენად გხიბლავთ?

–         პრიმერა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და შეიძლება ესპანურ კლუბში გადასვლა ჩემს ახალ გამოწვევადაც ჩავთვალო. მართალია, არც პორტუგალიის პირველობაა დაბალი დონის, თუმცა აქ სხვა საფეხბურთო განზომილებაა.. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ახალ  თანაგუნდელებთან ერთად „ბარსელონასა“ და „რეალის“ დონის კლუბებთან მომიწევს არათუ დაპირისპირება, არამედ უშუალო კონკურენციის გაწევაც.

–         სასტარტოში ადგილს, მგონი, მალევე დაიმკვიდრებთ.

–         არ გეთანხმებით. კლუბში ჩემს გარდა კიდევ ორი უმაღლესი დონის მეკარე ირიცხება. კონკურენცია მძაფრი იქნება, ჩვენგან საუკეთესოს კი დიეგო სიმეონე ამოარჩევს. ჩემი უშუალო კონკურენტის, მიგენ ანხელ მოიას თამაში ნანახი მაქვს და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. ასე რომ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ მექნება.

–         და ბოლოს, ყოფილ კლუბზე რას გვეტყვით?

–         „ბენფიკას“ ღვაწლი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია. „არწივებმა“ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინახეს ჩემში პერსპექტივა, კონტრაქტი გამიფორმეს და ყველა პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი მეთამაშა. მინდა  ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.