„ნიუ-იორკი“ კევინ ლავის შეძენას ცდილობდა

„The Wall Street Journal“-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელები „მინესოტა ტიმბერვულვზს“ ფორვარდ კევინ ლავის სანაცვლოდ მძიმე ფორვარდ ამარე სტაუდემაიერსა და მცველებს ტიმ ჰარდუეისა და იმენ შამპერტს სთავაზობდნენ.

ამჟამად ლავის შეძენის კანდიდატთა შორის „კლივლენდ კავალიერსი“, „ჩიკაგო ბულზი“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ რჩებიან.

თავად კალათბურთელს, სავარაუდოდ, „კლივლენდში“ გადასვლა სურს, სადაც ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ თავის კლუბში „მგლების“ ლიდერის ხილვის სურვილი თავად ლებრონსაც აქვს.