კობახიძის “ვოლინი” დონეცკელებს დაუზავდა

უკრაინული პრემიერლიგის 26-ე ტურში “ვოლნიმა” ლუცკში დონეცკის “მეტალურგს” დაუზავდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ტრადიციულად მასპინძელთა სასტარტოში იყო სანდრო კობახიძე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმშია და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც არის. ქართველმა ამჯერადაც 90 წუთი ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

26 ტურში მოპოვებული 34 ქულით “ვოლინი” მეექვსე პოზიციაზეა გამაგრებული.

“ვოლინის” გამარჯვება და კობახიძის ულამაზესი გოლი (ვიდეო)

უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურში სანდრო კობახიძის “ვოლინმა” “ჰოვერლას” უმასპინძლა და 4:2 სძლია. ანგარიში მე-7 წუთზე სწორედ ქართველის ეფექტური დარტყმით გაიხსნა.

კიევში კი ადგილობრივმა “დინამომ” “დნიპროს” უმასპინძლა, მინიმალურად სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა. სტუმართა სასტარტოში იყო ჯაბა კანკავა, რომელმაც მხოლოდ პირველ ნახევარში ითამაშა.

“რუბინი” მოსკოვში განადგურდა

რუსული პრემიერლიგის 28-ე ტურში ყაზანის “რუბინი” მოსკოვში, ადგილორივ “ლოკომოტივს” ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი მიიღო.

ტრადიციულად ყაზანელთა ძირითადში იყო საბა კვერკელია, როემლმაც 90 წუთი ითამაშა. თადარიგში დარჩა “რუბინის” კიდევ ერთი მცველი, მამუკა კობახიძე.

28 თამაშში მოპოვებული 47 ქულით “რუბინი” სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას ინარჩუნებს.

კობახიძემ “მეტალისტს” გაუტანა (ვიდეო)

უკრაინული პრემიერლიგის 23-ე ტურსი ლუცკის “ვოლინი” ხარკოვის “მეტალისტს” ესტუმრა. შეხვედრა შედეგიანი ფრით, 3:3 დასრულდა.

მატჩის მე-40 წუთზე ანგარიში “ვოლინმა” სანდრო კობახიძის გოლით გახსნა, რომელიც ძირითადში იყო და მოედანზე 75 წუთ გაატარა.

23 მატჩში მოპოვებული 27 ქულით “ვოლინი” სატურნირო ცხრილში მეშვიდეა.

ანანიძის “სპარტაკმა” კვერკველია-კობახიძის”რუბინს” სძლია

რუსული პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და პრომესის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მინიმალური გამარჯვება მოიპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მატჩის განაცხადში 3 ქართველი იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ საბა კვერკველია გამოჩნდა, რომელმაც “რუბინის” შემადგენლობაში 90 წუთი გაატარა მინდორზე. ყაზანელებს თადარიგში ჰყავდათ კობახიძე, ხოლო ჯანო ანანიძე მოსკოველთა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

25 ტურის შემდეგ “რუბინი” 43 ქულით მეხუთეზეა, ხოლო “სპარტაკი” ყაზანურ გუნდს ერთი ქულით და ერთი პოზიციით ჩამორჩება.

11164685_842580649155317_5833960898510429703_n

 

ანანიძე, კობახიძე და კვერკველია მატჩის დაწყებამდე 

კობახიძე “დინამოსთან” დამარცხდა, “დნიპრომ” დონეცკელებს სძლია

უკრაინის ჩემპიონატის მე-20 ტურში ლუცკის “ვოლინმა” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამო” მიიღო და 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა ალექსანდრე კობახიძემ.

ჯაბა კანკავას “დნიპრომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე  დონეცკის “ოლიმპიკს” 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში დონეცკელთა კარს უკრაინული მოქალაქეობის მქონე ზაურ მახარაძე იცავდა.

ყაზანელებმა “ურალს” ქართველებით სძლიეს

რუსეთი პრემიერ ლიგის 24-ე ტურში ყაზანის “რუბინმა” “ურალს” საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

ტრადიციულად მასპინძელთა სასტარტოში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ბოლო წუთებზე მოედანზე “რუბინის” მეორე ქართველი, მამუკა კობახიძეც გამოჩნდა.

24 ტურში მოპოვებული 43 ქულით “რუბინი” მეოთხე პოზიციაზეა.

კვერკველიას “რუბინი” “ზენიტს” დაუზავდა

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის “რუბინი” პეტერბურგში ადგილობრივ “ზენტის” დაუბრუნდა (1:1).

ტრადიციულად ყაზანელთა სასტარტოში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “რუბინის” კიდევ ერთი ქართველ მცველს, მამუკა კობახიძეს.

23-ი ტური შემდეგ ყაზანეთლთა აქტივში 40 ქულა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაა.

კობახიძის “ვოლინი” “მეტალურგს” დაუზავდა

უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში ლუცკის “ვოლინი” ზაპოროჟიე ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “მეტალურგს” დაუზავდა.

სტუმართა ემადგენლობაში საქართველო ნაკრების ნახევარმცველმა, ალექსნდრე კობახიძემ 90 წუთი ითამაშა.

19 შეხვედრაში მოპოვებული 25 ქულით “ვოლინი” უკრაინული პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

კობახიძის “ვოლინი” ლიპარტიას საგოლე პასის შემდეგ დამარცხდა

უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლუცკში, ადგილობრივმა “ვოლინმა” ლუგანსკის “ზორია” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2.

გადამწვყეტი 51-ე წუთზე ბუდკივსკის მიერ გატანილი გოლი აღმოჩნდა, რომელსაც ასისტენტობა ჯაბა ლიპარტიამ გაუწია. სტუმართა ქართველი შემტევი ძირითადში იყო და მოედანზე 86 წუთი დაჰყო. “ვოლინის” შემადგენლობაში კი სანდრო კობახიძემ 90 წუთი ითამაშა.

კობახიძემ ხარკოვის “მეტალისტს” გაუტანა (ვიდეო)

7 დეკემბერს, უკრაინის ჩემპიონატში, “ვიოლინმა” საკუთარ მოედანზე ხარკოვის “მეტალისტი” მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 32-ე წუთზე ალექსანდრე კობახიძემ “მეტალისტის” კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა.

კობახიძის წარმატებული დებიუტი

ლუცკის “ვოლინის” შემადგენლობაში სანდრო კობახიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მარიუპოლის “ილიჩივეცთან” გამართულ პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელიც ლუცკელებმა 2-1 მოიგეს, გამარჯვების გოლი სწორედ ქართველის აქტიურობას მოყვა. მატჩის შემდეგ კობახიძემ მცირე კომენტარიც გააკეთა.

“ვოლინი საკმაოდ კარგი გუნდია. რთული მატჩი მოვიგეთ და მნიშნველოვანი ქულები მოიპოვეთ. გუნდი ჯერ არ შეთამაშებულა, თუმცა წინ მთელი სეზონი გვაქვს.

“ილიჩივეცს” ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ შეტევაში აუცილებლად უდნა წავსულიყავით, რაც დაგვიფასდა კიდეც” – განაცხადა კობახიძემ.