გივი თოდუა რუსეთის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს

რუსულ პრესაში დღეს ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ИТАР-ТАСС – ის ცნობით 19 წლის გივი თოდუამ კონტრაქტი ინგლისურ “ნიუკასლთან” გააფორმა და ამიერიდან ამ ცნობილი გუნიდს სისტემაში იქნება.

“წელს კონტრაქტის გაფორმებას “მიდლსბროსთან” ვაპირებდი, თუმცა ბოლო მომენტში ჩემით “ნიუკასლი” დაინტერესდა და არჩევანიც ამ გუნდზე შევაჩერე.

“2010 წლიდან “სანდერლენდის” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი მივიღე მიწვევა, მაგრამ სამწუხაროდ თამაში ვერ მოვახერხე” – განაცხადა თოდუამ ИТАР-ТАСС – სთან საუბრისას. 

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში რუსეთის ნაკრებში სიამოვნებით ითამაშებდა.

“მოსკოვში დავიბადე და ინგლისში საცხოვრებლად 2007 წელს გადავედი. რა თქმა უნდა, მშობლიურ რუსეთის ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობას, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ევროპაში წარმატების მიღწევაა.” 

აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეზე ინტერნეტში ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. დამაჯერებლად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თოდუა გასულ სეზონში “მიდლსბროს” ფუტსალის გუნდის ღირსებას იცავდა…