“ფიორენტინას” პაცინი და პალოსკი სურს

გასულ სეზონში “ფიორენტინას” ჯუზეპე როსის და მარიო გომესის ტრავმების გამო შეტევაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც გუნდიდან მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

საუბრობენ, რომ ფლორენციელებს შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და მათ ინტერესთა სფეროში ჯამპაოლო პაცინი მოხვხდა, რომელიც “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. 30 წლის შემტევი “ფიორენტინას” ღირსებას 2005-2009 წლებში იცავდა.

ამავდროულად ფლორენციულ კლუბს “კიევოში” წარმატებით მოთამაშე ალბერტო პალოსკიც სურს. 25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 9 გოლის გატანა შეძლო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა “რეალისა” და “მილანის” ფეხბურთელებს საფეხბურთო ილეთები უჩვენა (ვიდეო)

30 დეკემბერს, დუბაიში, მადრიდის “რეალსა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრას ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაესწრო.

რა გაუკეთა სტეფან ელ შაარავიმ ჯამპაოლო პაცინის?

“კიევოსთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, “მილანის” ფეხბურთელებს, სტეფან ელ შაარავისა და ჯამპაოლო პაცინის სათადარიგოთა რიგებში ყოფნა მოუხდათ, კამერებმა კი საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

პაცინი: “ინძაგი ხშირად მესაუბრება”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი მასთან ხშირად საუბრობს.

“ინძაგიმ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს “მილანი”. ის ცდილობს, რომ მილანური სულისკვეთება ჩვენც გადმოგვცეს. ვფიქრობ, ფილიპო ძალიან კარგი მწვრთნელია. ის ხშირად მესაუბრება, მისგან კი რჩევების მიღება კი ჩემთვის სასიამოვნოა”, – ამბობს პაცინი.

“მილანის” ფეხბურთელები გულშემატკივრებს ახალ წელს ულოცავენ

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულოცავენ ახალ წელს “მილანის” ფეხბურთელები თავიანთ გულშემატკივრებს.