როისმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

ცნობილ და ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა „Bild“-ს თუ დავუჯერებთ, მარკო როისმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა. მხარეებმა მოლაპარაკება ჯერ კიდევ მაისში დაიწყეს, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ.

მარკოს ხელფასის სახით წელიწადში ხუთიდან შვიდ მილიონ ევრომდე მიღება სურს, კლუბს კი, მსგავსი თანხის გადახდა არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონტრაქტი მხარეებს 2016/17 წლების სეზონის დასრულებამდე აკავშირებთ. ასევე, შეთანხმების მიხედვით, იმ კლუბს, რომელსაც მარკოს შეძენის სურვილი ექნება, 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.